შენივე მიღებული გადაწყვეტილებების ტყვე არ უნდა გახდე ადამიანი არასდროს. არადა სამწუხაროდ ასე საკმაოდ ხშირად ხდება. გადავწყვეტთ რაღაცას და ისე მოგვწონს, რომ ობიექტურად შეფასება გვიჭირს, ან ვხვდებით რომ შეგვეშალა, მაგრამ აღიარება არ გვინდა.
როდესაც ჩვენზე ჩვენივე მიღებული გადაწყვეტილებები იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ობიექტურად უნდა ახდენდეს და ჩვენივე შეცდომის დანახვაში და აღიარებაში გვიშლის ხელს, არ გვაძლევს საშუალებას ობიექტურად შევაფასოთ და შესაბამისად გამოვასწოროთ ჩვენივე შეცდომა, ტყვეები ვართ ამ დროს, საკუთარი გადაწყვეტილებების ტყვეები. და შეიძლება ეს ტყვეობა ყველაზე საშიში და სახიფათოა, როგორც ჩვენთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს გადაწყვეტილებები ეხება.
თეონა
on Jul 24th, 2018
@ 11:40:
ტყვეობა ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია გარემოებები , რომლებიც ტყვედ გაქცევენ ან კიდე იმ გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებენ , რომლებიც ტყვეობის ტოლფასია.
გიორგი
on Jul 24th, 2018
@ 12:32:
“არ გავხდეთ ტყვეო” – სათქმელად ადვილია, თუმცა ევოლუციურად ადამიანს ჩამოუყალიბდა რომ როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებს – ავტომატურად მისი თანმიმდევრული ხდება. და რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს ამ გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე – მით უფრო რწმუნდება თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ეს ზეგავლენის მოხდენისა და დარწმუნების ტექნიკებში ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია და Commitment and Consistency სახელითაა ცნობილი. მისი გამოყენება გაყიდვებში ძალიან ეფექტიანია და როცა კი მისარგებლია, თითქმის ყოველთვის წარმატებით გავსულვარ ხოლმე დამკაში..
ამიტომ, თუ რამე მეთოდი იცით, როგორ გავუმკლავდეთ საკუთარ ბუნებას და როგორ გამოვიძვრინოთ თავი საკუთარი გადაწყვეტილებების ტყვეობიდან – საინტერესო იქნებოდა რომ გაგეზიარებინათ. პირადათ ჩემთვის ‘კონტრილეთების’ შესაძლებლობების დანახვა ძალიან სასარგებლოა.
მადლობა.
არჩილი
on Jul 24th, 2018
@ 15:30:
მეორეს მხრივ, თუ გადაწყვეტილების ტყვე არ გახდები, საიდან მოვა რწმენა და დაჟინებულობა რომ ჭეშმარიტად რთული და ბევრ ადამიანს რომ ეჭვი ეპარება ისეთი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად იბრძოლო?
რთული და ნაღმებით სავსეა მოკლედ ლიდერის ცხოვრება…