არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ადამიანებს შორის ურთიერთობა და ადამიანური ურთიერთობები. ყველა საქმე მაგისთვის არსებობს, მაგიტომ არსებობს, მაგითი იწყება და მაგითი მთავრდება, ყველა საქმის მიზეზიც ეგ არის და შედეგიც, სწორედ ადამიანებს შორის ურთიერთობები.
არასოდეს შედეგი, რამდენად უკეთესიც არ უნდა იყოს ის, ამ ურთიერთობებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. და მაშინ როდესაც საქმის გამო, ან შედეგის გამო ადამიანებთან, ადამიანურ ურთიერთობებზე ვამბობთ უარს, საბოლოოდ ისევ ამ შედეგისთვისაც კი უარყოფით საქმეს ვაკეთებთ.
იმიტომ, რომ იგივე საქმესთან დაკავშირებული დანარჩენი ურთიერთობებიც რთულდება და ზიანდება, დანარჩენი ადამიანებიც ჩვენს ნდობას და ჩვენს მიმართ სიმპათიებს კარგავენ და თუნდაც იგივე შედეგების მიღებაც კი ბევრად უფრო რთული ხდება.
თქვენ ასე არ ფიქრობთ?