ვფიქრობთ, ყველა, ვინც, ვთქვათ, ბავშვებისათვის განკუთვნილ პროდუქციას აწარმოებს, ან შეუძლია და სურს, რომ აწარმოოს, გაერთიანდება და კოოპერირებულად გააგრძელებს ბაზარზე განვითარებას, მათთვის ექსპორტის მიმართულებით წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეიძლება ძნელი იყოს და დიდი დროც დასჭირდეს, მაგრამ საქართველოს კარგი შესაძლებლობები აქვს ბავშვებისათვის განკუთვნილი პროდუქციის ბაზარზე წარმატებების მისაღწევად. საქართველოს სახელი, ბუნება, კულტურა და ისტორია, ხალხის თავისებურებები იძლევა იმისი შესაძლებლობებს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ჩვენ ჯანსაღ პროდუქციას ვაწარმოებთ და რაც მთავარია, ამას სიყვარულით ვაკეთებთ. სწორედ ამ სეგმენტზე პოზიციონირებისთვის შეიძლება გახდეს იგი ეფექტური. კვების და მსუბუქი მრეწველობა, ბიოსოფლის მეურნეობა, საბავშვო ავეჯის წარმოება ის მიმართულებებია, რომლებსაც განვითარების კარგი შანსები აქვთ.
კოოპერაცია კი, ძირითადად, ერთობლივი, მიზნობრივო ბრენდის შექმნასა და მის სხვა ქვეყნებში გატანაში უნდა გამოიხატოს. “ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს საქართველოდან” “დამზადებულია სიყვარულით” შეიძლება ამ ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ამ იდეით გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა უნდა დაამუშაონ კარგი ლოგო, მოიფიქრონ სლოგანი, და დაიწყონ სახსრების შეგროვება მისი რეკლამირებისათვის ქვეყნების მიხედვით, წინასწარ განსაზრული თანმიმდევრობით.
ამის გარდა კომპანიებს დასჭირდებათ შეიმუშაონ ლოგოს გამოყენების წესები, ანუ რას ნიშნავს ამ ლოგოს გამოყენების უფლება, როგორ შეიძლება მისი გამოყენება, რა ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას ანიჭებს ის მწარმოებლებს და ა.შ.
ამის გარდა უნდა განისაზღვროს ბრენდის მოსაკრებლის ფასი (სავარაუდოდ პროცენტი საექსპორტო შემოსავლებიდან), რომელიც ყველა იმ ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს. ვინც მას გამოიყენებს.
ამ ბრენდის შექმნასა და განვითარებაში დახარჯული სახსრებით უნდა განისაზღვროს ყველა ორგანიზაციის მოანაწილეობა ამ პროექტში და შესაბამისად, მოსაკრებლით მიღებული შემოსავლები და მოგებაც ამის მიხედვით უნდა განაწილდეს.
თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ერთობლივად ამ ბრენდის შექმნა გაცილებით უფრო ადვილი იქნება, რაც ბევრ მწარმოებელს საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში დაეხმარება.