ვერავინ ვერ დაგვიშლის ვიზრუნოთ მათზე ან სიკეთე გავაკეთოთ მათთვის

შეიძლება არ ვუყვარდეთ, არც მოვწონდეთ ადამიანს და ამის გამო ვერაფერი მოვაწონოთ, არც არაფერი იყიდოს ჩვენგან, არც მომსახურება არ მიიღოს შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მასზე და სიკეთე გავუკეთოთ მილიონი გზა შეიძლება მოიძებნოს ამისთვის. გზა და ფორმა რომელზეც უარს არ იტყვის, ვერ იტყვის და შეიძლება ვერც გაიგებს საერთოდ, რომ ჩვენ გავაკეთეთ მისთვის რაღაც.

თუ ჩვენი ზრუნვა ვინმეზე და მისთვის სიკეთის კეთების სურვილი გულწრფელია, მაშინ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს გაიგებს თუ ვერ გაიგებს ის ადამიანი ვისგან არის კონკრეტული სიკეთე. ეს ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.

და თუ გვჯერა, რომ სიკეთის კეთება და ზრუნვა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ მას უანგაროდ აკეთებ და რომ აუცილებელი არ არის წინასწარ ხედავდე რა იქნება საზღაური. მაშინ კიდევ და კიდევ უფრო მეტის კეთება შეგვიძლია მათთვის, ვისაც გვსურს ვემსახუროთ და მათთვის, ვისთვისაც გვინდა სიკეთე ვაკეთოთ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “ვერავინ ვერ დაგვიშლის ვიზრუნოთ მათზე ან სიკეთე გავაკეთოთ მათთვის”


  1. ნინო
    on Sep 26th, 2018
    @ 09:08

    სინერჯის საქმიანობას დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, როგორც პროფესიონალების გუნდს და სტაბილირად განვითარებადს, საინტერესოს, რომელმაც ბევრ გამოწვევებს და სირთულეებს გაუძლო, მასთან ურთიერთობა ყველასთვის სასიამოვნო და სასარგებლოა, მინდა განვვითარდე თქვენთან ერთად, წარმატებები…

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება