ვფიქრობთ, სადაზღვევო კომპანიების მიერ საკმაოდ ეფექტური იქნება მოკლევადიანი, ერთდღიანი ან რამოდენიმე დღიანი დაზღვევის განვითარება იმ ა/გ სადგურებისთვის, რომლებიც საქართველოს დიდი ქალაქების გასასვლელებში მდებარეობენ.
ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში დგანან საფრთხის წინაშე, რომ თუ რაიმე სახის მცირე ავარიის შემთხვევაში, მათ მოუწევთ საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა (ევაკუატორი ან ცუდ ვარიანტში მკურნალობის ხარჯები). თუ მათ მიეცემათ საშუალება, რომ საწვავის ჩასხმისას შეიძინონ დაზღვევა, რომელიც ზემოთ ნახსენებ რისკებს დაუფარავს, სავარაუდოდ, ისინი ამჯობინებენ საწვავი შეიძინონ იმ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც მოკლევადიანი დაზღვევის შეძენასაც მოახერხებენ.
ეს მომგებიანი უნდა იყოს ორივე კომპანიისთვის. სადაზღვევოსთვის ეს პროდუქტი ნაკლებად რისკიანია – გაცილებით მცირეა იმის შანსი, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევა დადგეს. ხოლო ა/გ სადგურს ამ ინოვაციურმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაუზარდოს შემოსავლები, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში.