თუ “ზარაფხანა” დაიწყებს უცხოური სიმბოლოების ასლების დამუშავებას, მათ სერიულ წარმოებას და შეთავაზებას უცხოური ბაზრებისთვის, მის ბიზნესს სერიოზულ გასაქანს მისცემს.
“ზარაფხანას” ძირითადი კომპეტენცია სხვადასხვა რთული ნაკეთობების სერიული წარმოებაა, რისი მაგალითიცაა მის მიერ გამოშვებული “ლომი”, “წმ. გიორგის მონუმენტი”, “ფიროსმანის მეეზოვე”, “სვანეთი” და სხვა უამრავი სუვენირი.
რამდენადაც ეს ნაკეთობები ქართულ ისტორიულ და კულტურულ სიმბოლოებზე დაყრდნობითაა შექმნილი, მისი მომხმარებლები ძირითადად საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტები ან საზღვარგარეთ სტუმრად მიმავალი ქართველები არიან. შესაბამისად, “ზარაფხანას” გაყიდვები შეზღუდულია და არ აძლევს საწარმოო სიმძლავრეების ათვისების შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომ წარმოების და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საზღვარგარეთის ბაზარზე გასვლაა იაფი და ხარისხიანი სუვენირებით.