ვფიქრობთ, შეიძლება ღირდეს, რომ წიგნების მაღაზიამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პროფესიული წიგნების მიმართულებას და იზრუნოს მის განვითარებაზე. მაგალითად, ჩამოიტანოს სპეციალური ლიტერატურა ეიჩარებისთვის, ბუღალტრებისთვის, არქიტექტორებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის (მსოფლიოში არსებულ სკოლებზე, პრაქტიკაზე), პედაგოგებისთვის, მკვლევარებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, პრაქტიკული სამედიცინო წიგნები და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის ასეთი ტიპის წიგნების დეფიციტი და მისი შევსება ხდება გამოწერებით. თუ რომელიმე წიგნის მაღაზია განავითარებს ამ მიმართულებას, ვფიქრობთ, ცუდ შედეგს ნამდვილად არ მიიღებს. საჭიროა, უბრალოდ, სწორად შეირჩეს სეგმენტი, რა სპეციალობის ადმიანებისთვის უნდა მოხდეს წიგნების ჩამოტანა და შემდეგ მათთვის მაქსიმალურად პრაქტიკული და სასარგებლო წიგნების შერჩევა.
შეიძლება სპეციალურად ამ მიმართულების განვითარებისათვის მაღაზიამ ქსელური გაყიდვებიც განავითაროს.
არჩილ
on Nov 25th, 2009
@ 12:22:
არ ვიცი მე ზუსტად, მაგრამ მგონი არაა დეფიციტი, იესემმა იპოვა პარნასისგან უყურადღებოდ დატოვებული ეგ ნიშა და თავად ჩამოაქვს წიგნები როგორც ბიბლიოთეკისთვის, ასევე კომერციული მიზნებით მომხმარებლების ფართო წრეზე გასაყიდად.
რაც უფრო დიდი ხანი არ მიაქცევს პარნასი (ან სხვა წიგნის გამომცემელი/გამყიდველი ორგანიზაციები) ამ სეგმენტს მით უფრო ძნელი იქნება მათთვის მანდ შესვლა მომავალში. თან პროფესიული ლიტერატურის პოტენციური მომხმარებლები როგორც წესი უფრო გადახდისუნარიანები არიან და მგონია რომ მენეჯერების ახალი თაობის წამოსვლასთან ერთად კითხვის ინტენსივობაც გაიზრდება. ანუ დიდი ალბათობაა რომ ეს სეგმენტი სწრაფად გაიზარდოს.