სამწუხაროდ ადამიანებს ძალიან გვიჭირს ვითხოვოთ დახმარება. გვრცხვენია, არ ვიცით როდის უნდა გავაკეთოთ ეს, ვისგან ვითხოვოთ თუ როგორ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამას არ ვაკეთებთ.
არადა ძალიან ხშირად მხოლოდ ეს არის საჭირო, რომ სიტუაციიდან გამოვიდეთ, ამოცანა გადავწყვიტოთ, გავაგრძელოთ მოძრაობა.
ამასთან, სიტუაციების დიდ ნაწილში, თითქმის ყოველთვის, მათ, ვისაც შეიძლება ეს დახმარება ვთხოვოთ არათუ შეუძლიათ დამხარება, არამედ უდიდესი სიხარულით აკეთებენ ამას.
თუ უფრო ხშირად ვითხოვთ დახმარებას, და ასე მათაც ვუმარტივებთ ჩვენი დახმარების შესაძლებლობას, ვფიქრობ ბევრად სწრაფად მოვა წარმატება. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ გადავლახოთ მენტალური ბარიერი, ასევე ვისწავლოთ ვისგან, როდის და რა ფორმით სჯობს ამის გაკეთება.