ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მცირე და საშუალო სიდიდის კომპანიები გააკეთებენ სავარჯიშო დარბაზებს საკუთარი თანამშრომლებისთვის.
ამისათვის, ალბათ, საჭირო იქნება კომპანიამ გამოჰყოს ფართი, სადაც გაკეთდება კორპორატიული სავარჯიშო დარბაზი. ასეთი დარბაზით სარეგებლობა უნდა შეეძლოს ყველა თანამშრომელს დღეში, ვთქვათ, 1 საათით – სამუშაოს შემდეგ, ან სამუშაო საათების დროს.
მსგავსი სავარჯიშო ოთახები შექმნის თანამშრომლებისთვის არაფორმარულ გარემოს და გააუმჯობესებს ორგანიზაციის შიდა ურთიერთობებს, ამასთან ერთად აამაღლებს თანამშრომლების განწყობის დონეს.
თანამშრომლების მოტივაციისა და ორგანიზაციის გაჯანსაღების გარდა, ამ ნაბიჯს შეუძლია, ზოგადად ადამიანებს გაუჩინოს სურვილი – იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის პოპულარიზაციის შემთხვევაში, კომპანია შექმნის ღირებულ საზოგადოებრივ სარგებლს, რაც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.
nika
on Nov 28th, 2009
@ 13:18:
ramdenad shesadzlebelia is, rom kompaniam sportuli darbazis shesaqmnelad isnvesticia gamoyos? mgoni erteul kompaniebs tu aqvt amis fufuneba. samtsuxarod.
magram, tu dges arsebuli sportul-gamajansagebeli centrebis gamoyenabas daiwyeben korporatiuli xazit ufro naklebi danaxarji eqnebat. anu e.w. “fitnes clab”-ebtan tu daiwyeben urtiertobas da tanamshromlebs mnishvnelovani fasdaklebis baratebs shestavazeben. mgoni realuria xom? 😉
admin
on Dec 1st, 2009
@ 22:00:
გაცილებით უფრო რალურია და ადვილი გასაკეთებელია ძალიან. თუმცა ის ორგანიზაციები რომლებიც საკუთარ დარბაზს გააკეთებენ (თუნდაც პატარას და უბრალოს) გრძელვადიან პერიოში მოიგებენ როგორც ხარჯების თვალსაზრისით, ისე თანამშრომლებისთვისაც უფრო ადვილი იქნება და რაც მთავარი მიზანია არაფორმალური ურთიერთობები ასე სავარაუდოდ უფრო კარგად განვითარდება. ასე ვიფიქრეთ ჩვენ და რა ვიცი.. არა???