ყველაფერი ჩვენს გარშემო ცდილობს აგვაცდინოს მთავარი საკითხისგან და ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაგვატანინოს. მესიჯები, ზარები, ელექტრონული ფოსტა, ადამიანები ჩვენს გარშემო თითქოს ყველამ მოილაპარაკა და ცდილობს არ მიგვიშვას ყველაზე მნიშვნელოვან საქმესთან, მოგვაცდინოს და კონცენტრაციის საშუალება არ მოგვცეს.
რამდენადაც რთულია კონცენტრირება, იმდენად დიდია შესაძლებლობები და შედეგები, რომელსაც ყველაზე მთავარ საკითხზე ყურადღების სრული ორიენტირება იძლევა. და თუ ჩვენ რუტინაში, მუშაობის მიდგომაში ვახერხებთ ისე დავგეგმოთ დრო, რომ დღეში თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთი სააათი რამენაირად ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე სრულად კონცენტრირება მოვახერხოთ, გზები ამ ამოცანების გადასაწყვეტად და შედეგები ამ გზებით მოძრაობის შემდეგ ძალიან შთამბეჭდავი შეიძლება აღმოჩნდეს.