ვფიქრობთ, რომ თუ ასეთი სუპერმარკეტი თავის ასორტიმენტს დაამატებს გარშემო მცხოვრებ მოსახლეობაზე მორგებულ სპეციალურად შერჩეული მზა კერძების ასორტიმენტს ამით იგი შეძლებს დამატებითი მომხმარებლების მოზიდავს. მთავარია კერძები იყოს შეზღუდული რაოდენობის მიხედვით, თანაც შედარებით მარტივად დასამზადებელი და იაფი.
ვფიქრობთ, რომ ასეთი მზა კერძები შეიძლება იყოს კატლეტი, პიურე და წიწიბურა. ეს ისეთი კერძებია, რომელიც შეიძლება ბევრი გააკეთო ადვილად, მინიმალური დანახარჯებით და თანაც გაცივებაც არ არის საშიში. ამან, შესაძლოა, მრავალი მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს ასეთი ქსელის მარკეტები.