ის რომ საბანკო სისტემა საქართველოში ძალიან არის კონცენტრირებული და რეალურად ორი ბანკი განსაზღვრავს სისტემის თითქმის ყველა პარამეტრს შეიძლება რაღაცისთვის არის კარგი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს და ხელს უშლის.
ერთერთი მიზეზი რაც ამას განაპირობებს, ჩვენის აზრით ის არის, რომ თითქმის ყველა ბანკი ცდილობს კარგი უნივერსალური ბანკი იყოს და თუ რამეს აკეთებს ახალს, ძირითადად ამ მიმართულებით აკეთებს. იმეორებენ და აკოპირებენ თითქმის ყველა გადაწვეტილებას რასაც პირველი და მეორე ბანკი იღებს და ამით, რეალურად, კიდევ უფრო ხელს უწყობენ მათ დომინირებას.
ვფიქრობთ, სექტორული კონცენტრაცია მეორე ჯგუფის ბანკების მხრიდან, ანუ კონკრეტული სექტორის ან რამოდენიმე სექტორის არჩევა და იმათზე კომპლექსური კონცენტრაცია მეტი სექტორული კომპეტენციის დაგროვებას, ბევრად უფრო საინტერესო პროდუქტების და მომსახურების, უფრო ეფექტური გაყიდვების გზებით ბაზარზე განვითარებას შეუწყობდა ხელს.