ის ორგანიზაციები, რომლებიც დეკლარირებენ, რომ მათთვის მათი თანამშრომლები და მათი ინტერესები ძალიან მნიშნელოვანია ამის ნათელ დემონსტრირებას მოახდენენ საქმითაც თუ ხელს შეუწყობენ მათ ორგანიზაციაში შიდა, თავისუფალი პროფკავშირების შექმნას.
გასაგებია, რომ ამით შესაძლოა თავის ტკივილებიც გაიზარდოს, პერსონალზე გაწეული ხარჯებიც, ასევე ბევრ დათმობაზე მოუწიოს ორგანიზაციას წასვლა გაფიცვების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, სამაგიეროდ ბევრად ადვილი იქნება ახალი კადრების აყვანა, გაცილებით ჯანსაღი იქნება გარემო და ბევრად ადვილი ინფორმაციის გაცვლა მენეჯმენტს და თანამშრომლებს შორის.
პროფკავშირების შექმნა განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციებისთვის სადაც ბევრი თანამშრომელი (100 და მეტი) მუშაბს და თანაც ბევრ განსხვავებულ ადგილას ოპერირებს გეოგრაფიულად. ვინაიდან ასეთ დროს ბევრად რთულია კომუნიკაცია თანამშრომლებთან.
იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტი მოახერხებს და პროფკავშირის მენეჯმენტთან ჯანსაღი ურთიერთობა ექნება მისი სახით მიიღებს ძალიან კარგ დამხმარეს ყველა მნიშნელოვანი, სწორი ცვლილებების როგორც დაგეგმვის ისე განხორციელების პროცესში.