არასტრატეგიული ფუნქციების ორგანიზაციის გარეთ გატანა

თუ ორგანიზაციისთვის არასტრატეგიულ ფუნქციებს ორგანიზაციის გარეთ გავიტანთ, ანუ მოვნახავთ ამ სერვისების ან პროდუქტების კარგ მომწოდებელს, ან თუ ასეთს ვერ ვიპოვით, ერთხელ გავიჭირვებთ და ჩვენის ბაზაზე ასეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციას შევქმნით, მომავალში ბევრ რესურსს დავზოგავთ და სტრატეგიული ფუნქციების უკეთ განვითარებასაც შევუწყობთ ხელს.

ხშირად ისე ხდება, რომ არასტრატეგიულ ფუნქციებს იმაზე მეტი დრო, ყურადღება და ფინანსური რესურსი მიაქვს ორგანიზაციაში ვიდრე ეკუთვნის მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თავისთავად იმ ფუნქციებს აკლდება, რომელთა გამართულ ფუნქციონირებაზე და განვითარებაზე ორგანიზაცია სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული.

მეორეს მხრივ, თვითონ ეს ფუნქციაც, კონკურენციის გარეშე გრძნობს თავს და არ ვითარდება ხარისხიანად, რაც დროთა განმავლობაში მის ღირებულებას სულ უფრო ამცირებს.

იმ ორგანიზაციას კი, სადაც ეს ფუნქციები გავა, გაუჩნდება შესაძლებლობა გაცილებით ჯანსაღი მოტივებით, სწორი დანიშნულებით, უფრო ძლიერ ორგანიზმად იქცეს.

 

***სტრატეგიულ ფუნქციებს ისეთ ფუნქციებს ვუწოდებთ, რომელთან კეთება ორგანიზაციის შიგნით გვირჩევნია მაშინაც კი თუ ძალიან კარგი მომწოდებელი არსებობს ბაზარზე. ვინაიდან გვესმის, რომ მხოლოდ ასეთი გზით დაგროვდება ჩვენთვის მნიშნელოვანი კომპეტენცია ორგანიზაციის შიგნით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება