ქვეყანაში საღი რძის წარმოების შეზღუდული მოცულობა და არასტაბილური ხარისხი ვფიქრობთ “სანტეს” შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.
მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებიც ხარისხითაც გამოირჩევა, უკარგესი რეპუტაცია და უპირობო ლიდერის პოზიცია ბაზარზე სწორედ “სანტეს” აძლევს ყველაზე მეტ შესაძლებლობას გამოიყენოს საღ რძეზე დაფუძნებული პროდუქტების ბაზარზე ჯერ კიდევ არსებული ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი.
ამასთან, ვფიქრობთ ნედლეული რომ არ აფერხებდეს “სანტეს” წესით არც მეზობელ ქვეყნებში გაუჭირდება განვითარება.
“სანტესთვის” საღი რძის მეტი მოცულობით მოგროვების ამოცანა რთული სისტემური ამოცანაა, ვინაიდან ამისათვის ზოგადად ქვეყანაში რძის წარმოების მოცულობის გაზრდაა საჭირო.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს ამოცანა გადაჭრას მათ შორის ისეთ კითხვებს უნდა გასცეს ცხადი პასუხი, როგორიცაა:
ა) როგორ უნდა გაიზრდოს მეწარმეების მოტივაცია აწარმოონ რძე ან გაზარდონ მოცულობები?
ბ) როგორ უნდა გაადვილდეს მათთვის წარმოების სიმძლავრეების შექმნა, განვითარება და გაფართოვება?
გ) როგორ უნდა იქნას უზრუნვლყოფილი წარმოებული პროდუქციის სტაბილური ხარისხი.
დ) როგორ უნდა მოახერხოს “სანტემ” წარმოებულ პროდუქციაზე უპირატესი წვდომა და ა.შ.
ამოცანის გადასაწყვეტად ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად შესაბამისი კვლევა, კომპეტენტური სამუშაო ჯგუფის შექმნა და მასთან სწორად მუშაობაა საჭირო.
თუ “სანტეს” ექნება სურვილი რომ ასეთი გეგმის შემუშავებაში გარეშე სპეციალისტები ჩართოს ჩვენ “სინერჯი ჯგუფი” დიდი სიამოვნებით ვითავებდით ეს სამუშაო ჩვენს თავზე აგვეღო.