“ანტრეს” ფილიალების თანამშრომლების ჩართულობა კომპანიის განვითარების სამუშაოებში

“ანტრე” როგორი ძლიერი ბრენდია, კარგი მენიუთი და ბევრი ლოიალური მომხმარებლით. ალბათ უმეტესობას გვქონია მისი სტუმრობის გამოცდილება და ყველას ალბათ ძალიან კარგი თან. გამორჩეულია მისი მომსახურების ხარისხიც, თანამშორმლების გულისხმიერება და კლიენტების მიმართ უშუალო და თბილი დამოკიდებულება. მართლაც განსაკუთრებული ორგანიზაციაა ამ კუთხით “ანტრე” ადგილობრივ ბაზარზე.

თუმცა გვგონია, რომ “ანტრეს” ფილიალების თანამშორმლების, კომპანიის განვითარების სამუშაოებში სწორად ჩართვის შემთხვევაში ძალიან დიდი და თანაც უწყვეტი დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ კომპანიის როგორც მენიუს, ისე მომსახურების ხარისხის და გარემოს გაუმჯობესებაზე. გაუმჯობესებაზე უწყვეტად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბევრი პატარა დეტალის დონეზე. რასაც კლიენტები, დაგვეთანხმებით, განსაკუთრებით აქცევენ ყურადღებას და აფასებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც წესი, ორგანიზაციის განვითარებაში სხვადასხვა ფორმით ჩართული თანამშრომლები საკუთარ ყოელდღიურ რუტინულ სამუშაოსაც კიდევ უფრო დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ასრულებენ.

თუ “ანტრეს” მენეჯმენტი გადაწყვეტს, რომ ფილიალების თანამშრომლების კომპანიის განვითარების სამუშაოებში უკეთ ჩასართავად გზების მოფიქრებაში, ამისათვის საჭირო სამუშაო ფორმატების შექმნაში და ამუშავებაში გარეშე სპეციალისტები ჩართოს “სინერჯი ჯგუფი” სიამოვნებით აიღებდა თავზე ამ ამოცანის გადაწყვეტას.

 


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება