ის რომ “ორი ნაბიჯი” დღეს ბაზარზე ყველაზე კარგი დისქაუნთერია მგონი უდავო ფაქტია. თუმცა ის რომ ამასთან ერთად იმასაც ახერხებს, რომ ტერიტორიულადაც ყველაზე ახლოს იყოს მომხმარებელთან ცოტა უჩვეულოა. წესით ის ხარჯი, რაც მას იჯარა უნდა უჯდებოდეს, ფილიალების რაოდენობიდან, ზომიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გრძელვადიან პერიოდში ამ ფორმატში უპირატესობის შენარჩუნებას სულ უფრო და უფრო რთულს გახდის მისთვის.
თუმცა ეს დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ადვილად შეძლებენ მაგალითად “უნივერსამი” ან “ზღაპარი” უკეთეს დისქაუნთერებად იქცნენ ასორტიმენტის, ფასების მართვის ასევე მომწოდებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან მათი ადგილმდებარეობა და მაღაზიების ფორმატი ბევრად უფრო შეეფერება დისქაუნთერისას ვიდრე “ორი ნაბიჯის”.
იმისათვის, რომ როგორც “დისქაუნთერმა” მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასით მისცე პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობა არამარტო შეზღუდული საბაზისო ასოორტიმენტი უნდა გქონდეს, მომწოდებლებთან მუშაობდე სხვანაირად არამედ ფიქსირებული ხარჯებიც მინიმალური უნდა გქონდეს, სადაც იჯარას, მაღაზიების ზომას, პერსონალის რაოდენობას ასევე ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს.
თუ ეს ან სხვა კომპანიები შეეცდებიან შეისწავლონ საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოსთვის დისქაუნთერის ყველაზე კონკურენტუნარიანი მოდელი შეიმუშაონ და დანერგონ. და ამისათვის გრეშე სპეციალისტების მოწვევას განიხილავენ, ჩვენ “სინერჯი ჯგუფიც” სიამოვნებით ჩავერთვებოდით ამ სამუშაოში.