სახელფასო სისტემის მოწესრიგება ბევრად მნიშნელოვანია ვიდრე ბონუსების სისტემა

ხელფასის მატება გაცილებით დიდი მოტივატორია ვიდრე ერთჯერადი ბონუსი, ამიტომ თუ ორგანიზაციას სურვილი აქვს გრძელვადიანი და სწორი მოტივაცია გაუჩინოს თანამშრომლებს მათ ზუსტად უნდა უთხრას ლოგიკა რა შემთხვევაში და როგორ გაეზრდებათ ხელფასი.

სამწუხაროდ, სახელფასო სისტემის მოწყობას ორგანიზაციების დიდი ნაწილი სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ამიტომ არის, რომ შედარებით აქტიურები ან არსებული ანაზღაურებით უკმაყოფილოები ახალ ვაკანსიებს იმიტომ ეძებენ რომ არსებულ დამსაქმებელს ხელფასი გააზრდევინონ.

მეორეს მხრივ, ადამიანები ვისაც მოსწონთ ის საქმე რასაც აკეთებენ, ამ პროფესიაში უნდათ უკეთესად დახელოვნდნენ და სულაც არ აქვს სურვილი მაინცდამაინც მენეჯერულ იერარქიაში აიწიონ ზევით (თანაც, ასეთი ადამიანების მნიშვნელობა ორგანიზაციებისათვის სულ უფრო იზრდება) სახელფასო სისტემები მათ ამის მოტივაციას თითქმის საერთოდ არ აძლევენ, საკვალიფიკაციო რანგების მკაფიო მექანიზმის არ არსებობის გამო.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება