კარგი წლიური შედეგების შემთხვევაში ისევე აუცილებელია შრომის ანაზღაურების სისტემის გადახედვა როგორც არასახარბიელო შედეგებისას

იმ კომპანიებმა, რომლემლებმაც 2023 წელს წინა წელთან შედარებით მნიშნელოვნად მეტი შემოსავალი და მოგება მიიღეს პირველ რიგში შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებას უნდა შეეცადონ.

როგორი ჭკვიანურიც არ უნდა ყოფილიყო მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, უკეთესი შედეგები ბევრად იყო გამოწვეული მაინც იმით, რომ თანამშრომლებმა მეტად მოინდომეს, მეტი გააკეთეს, მეტი სამუშაო შეასრულეს.

შესაბამისად თუ ისინი დაინახავენ, რომ შედეგი მათზე არასათანადოდ აისახა სავარაუდოდ ისეთივე მონდომებით გაუჭირდებათ მუშაობის გაგრძელება რაც მიმდინარე წლის შედეგებზეც შესაბამისად აისახება აუცილებლად.

ასევე, შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებაზე წელს მაინც უნდა იფიქრონ იმ კომპანიებმა, რომლებმაც გასულ წელს იმის წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები გაყიდეს და მოგებაც ბევრად ნაკლები მიიღეს. დიდი ალბათობით ეს შედეგი მნიშვნელოვან წილად იმიტომ დადგა, რომ წინა წლის დასაწყისში არ მიხედეს ამ საქმეს სათანადოდ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება