ხელფასის დანიშნულება შრომის ანაზღაურება არ არის. მას ჩვენ თანამშრომლის მზაობისათვის ვიხდით საკუთარი უნარები და გამოცდილება ჩვენს ამოცანებს მოახმაროს.
შესაბამისად, ისინი თუ ამას არ აკეთებენ, ან ისე არ აკეთებენ როგორც ჩვენ მოგვწონს, ეს იმას ნიშნავს რომ ან არაშესაბამისი ადამიანი ავიყვანეთ ან არასწორად ვმართავთ. ხელფასი კი სანამ გვყავს უნდა ვუხადოთ.
კარგად და ძალიან კარგად მუშაობის წასახალისებლად კი პრემირება და ბონუსები არსებობს. და მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს იმის თქმა რომ ხელფასს ხომ ვუხდით და ამიტომ ადამიანმა ძალიან კარგად უნდა იმუშაოს რეალურ შედეგს არ იძლევა.