ტანსაცმლისგან განსხვავებით ფეხსაცმლის გამოწერით ყიდვა გაცილებით დიდი რისკია. განსაკუთრებით ძვირადღირებული ფეხსაცმლის. თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ონლაინ ყიდვას საბოლოოდ მაინც უფრო მეტი უპირატესობა არ მიანიჭონ მომხმარებლებმა ვიდრე მაღაზიებში თანაც სხვადასხვა მაღაზიებში სიარულს სასურველი წყვილის შესაძენად.
შესაბამისად ერთი დიდი მულტიბრენდული მაღაზია/საწყობის ქონა ძლიერი ი-კომერსის პლატფორმით, საიდანაც მინიმალურ ვადაში (ერთ ან მაქსიმუმ ორ დღეში) ადგილზე მოგიტანენ და მოგაზომებენ ვიზუალურად მოწონებულ ნებისმიერ წყვილს გაცილებით მეტი მომხმარებელი შეიძლება ყავდეს, ვიდრე როგორც ბრენდული მაღაზიების სხვადასხვა ქსელებს ისე უცხოური საიტებიდან ფეხსაცმლის გამოწერის სერვისებს.
მიუხედავად ამისა, ამ პროექტის განხორციელების ყველაზე მეტი შესაძლებლობა მაინც იმ კომპანიას აქვს, რომელსაც დღეისთვის ყველაზე მეტი ცნობილი ბრენდი აქვს გაყიდვებში და გაყიდვების ყველაზე მეტი ოფლაინ არხი. ვინაიდან ასეთ კომპანიას როგორც მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნა შეუძლია ყველაზე სწრაფად ასევე ოფლაინ არხებში ონლაინ არხის სწრაფი პოპულარიზაციაც.
დროთა განმავლობაში ასეთი არხით გაყიდული პროდუქტების რაოდენობა რამდენჯერმე გადააჭარბებს მაღაზიებში გაყიდულს და ამ არხის მფლობელს საბოლოო ჯამში ბაზარზეც ყველაზე დიდი გავლენა ექნება. თუ “აისიარი” გადაწყვეტს მისი ონლაინ არხის განვითარების ამოცანის გადაწყვეტაში გარეშე სპეციალისტების მოწვევას “სინერჯი ჯგუფი” სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ სამუშაოში.
გაყიდვების არხების განვითარება რთული მმართველობითი ამოცანაა. მისი ქვეამოცანებად სწორად დაშლის და შემდეგ ამ ამოცანების საბოლოო შედეგზე სავარაუდო ზეგავლენის კვლევის გარეშე მისი გადაჭრისთვის გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს.
“სინერჯი ჯგუფი” ორგანიზაციებს ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტის გზების დამუშავებაში ეხმარება. ინფორმაცია კლიენტების და პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.