შრომის ანაზღაურების ფიქსირებული და ცვალებადი ნაწილები

ბევრი ფიქრობს, რომ ცვალებადი ნაწილის წილი შრომის მთლიან ანაზღაურებაში რაც უფრო დიდია მით უფრო კარგია ადამიანის მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის. სინამდვილეში კი ეს არათუ ყოველთვის ასე არ არის, არამედ რაღაც შემთხვევებში საერთოდ არ არის ასე.

საქმე იმაშია, რომ ადამიანები საკუთარ ხარჯების ნაწილს წინასწარ გეგმავენ და არასოდეს არ აკეთებენ ამას შრომის ანაზღაურების ცვალებადი ნაწილის იმედად. და რაც უფრო დიდი არ უნდა იყოს ეს ნაწილი და როგორი სტაბილურიც არ უნა იყოს ის მაინც ეშინიათ იმის, რომ ხვალ ასე შეიძლება აღარ იყოს და შესაბამისად ანაზღაურების ამ ნაწილში ვალდებულებების აღებას ერიდებიან.

ბავშვის სკოლა იქნება, თუ მანქანის სამომხმარებლო სესხი, თუ ბინის იპოთეკა თუ ამაში შენი ხელფასის იმედი არ გექნება რამდენი უხერხულობა ან უკმაყოფილება შეიძლება იყოს გამოწვეული ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის ამის გამო.

ამიტომ ხშირად ადამიანები ახალ სამსახურს შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი დათანხმდნენ თუ იქ ნაკლები ჯამური გამომუშავება ექნებათ, მაგრამ ფიქსირებულ ნაწილს გარანტირებულად მიიღებენ უფრო მეტს.

ასევე, ჩვენი გამოცდილებით, როდესაც კანდიდატი გეკითხება რა არის ამ პოზიციაზე ანაზღაურება და შენ ეუბნები რომ ფიქსირებული ამდენია და ცვალებადი ყოველ თვე კიდევ დამატებით ამდენი გამოდის, ამ ბოლო ნაწილს არავინ არც აქცევს ყურადღებას სამსახურზე დათანხმებისას და არც მხედველობაში არ იღებს.

 

 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება