ვფქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტების მწარმოებელი რომელიმე კომპანია შექმნის ახალ საპროდუქტო ხაზს სპეციალურად მომავალი დედებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ფეხმძიმობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალმა დედამ მიიღოს გარკვეული ვიტამინები, რათა ჰყავდეს ჯანმრთელი შვილი. თუ ყველა სასარგებლო და აუცილებელ ვიტამინებს ამ ახალ პროდუქტებში შეიტანს და გაუკეთებს რეკლამას, როგორც ყველაზე ჯანსაღ პროდუქტებს ჯანსაღი თაობისთვის, სავარაუდოდ ბევრი შეიძენს მას.
ეს ნაწარმი თუ მართლა ჯანსაღი და სასარგებლო იქნება, ექიმებიც ურჩევენ ფეხმძიმეებს, ასევე პატარებისთვისაც და მოზარდებისთვისაც ძალიან საჭირო და სასარგებლო იქნება. ამიტომ ვფიქრობთ, არამარტო მომავალი დედები შეიძენენ ამ პროდუქტს
არჩილი
on Dec 8th, 2009
@ 12:16:
აუ რა მაგარი იდეაა. დიდი ხანია ვფიქრობდი საკითხზე, როგორ შეიძება ქართველმა მომწოდებლებმა მოიშორონ დაღი “ქართული=უხარისხოს”. სანტეს იოგურტებმა გამიჩინა ეგ კითხვა, მაგრად მომეწონა როცა გავსინჯე მაგრამ საკუთარ თავს შევატყვე ეჭვი, რომ ბავშვებს რომ ამას ვუყიდი ნეტა რისგანაა გაკეთებული თქო.
ხოდა მე მგონიე ესაა პასუხი ამ კითხვაზე. ახალი ხაზი, რომელიც შეუძლებელია, დაუშვებელია, ვაფშე გამორიცხულია რომ იყოს უხარისხო და რომელიც ყველას გონებაში ხარისხიანთან ასოცირდება იქნება პლაცდარმი. და ამ ხაზის ისე გამოყენება რომ მართლაც ხარისხიანი იყოს, მართლაც ყველამ იყიდოს ვისაც ხარისხი უნდა, რომ დროთა განმავლობაშ ფირმის სახელი მასთან ასოცირდეს. ეს იქნება სიგნალი მომხმარებლისთვის, რომ ქართულ ფირმას ხარისხიანი პროდუქციის გამოშვებაც შეუძილია.