ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



თუ არ გიყვარს, ვერ გამოგივა

ზერმატში, შვეიცარიის ულამაზეს სოფელში, ერთ-ერთ კოხტა სასტუმროში რამდენიმე დღით დასვენების ბედნიერება მხვდა წელს.

გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო სასტუმროს რესტორნის პერსონალის მომსახურების ხარისხი. არანაირი სტანდარტული წესები, ფორმალიზებული პროცედურები, მომართვის ფორმები. გაოცებას იწვევდა ჩემში როგორ ახერხებდნენ, რომ ზუსტად ახსოვდათ სასტუმროს რომელ სტუმარს საუზმის რითი დაწყება უყვარდა, ვის სად უყვარდა დაჯდომა და მისთვის ადგილის დარეზერვება, ვისი ბავშვი ჭირვეულობდა ჭამისას და სახის უცნაურად დამანჭვით ცდილობდა ყურადღება გადაეტაბინებინა ბავშვისთვის და  შეშველებოდა დედას, ვინ იტალიურად ვინ გერმანულად და ვინ ფრანგულად მოსაუბრე იყო რომ ისე მისალმებოდა და კარგი დღე ესურვებინა, ვინ სად აპირებდა სტუმრობას გუშინ რომ კმაყოფილების ამბები მოეკითხა და ა.შ. და ა.შ.

ამას ვერ ასწავლი, ვერც ვერავის მოსთხოვ ასეთი იყოს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ძალიან ამის კეთება რომ ეს შეძლო, ასე ბუნებრივად, ასე ხალისით და დასამახსოვრებლად. ამ სასტუმროს მენეჯმენტს ეს კარგად ესმის როგორც ჩანს და ისე ჰყავს შერჩეული პერსონალი, რომ მათ ძალიან მოსწონთ თავიანთი საქმე, სიამოვნებას ანიჭებთ პროცესი და უყვართ კიდეც ის ნაწილები, რასაც მოითხოვს მათი ყოველდღიური საქმიანობა.

რა მაგარი იქნებოდა, განსაკუთრებით მომხმარებელთან ვისაც პირდაპირი შეხება აქვს, მათ ყველას ამის მიხედვით რომ ვიყვანდეთ და მერე ვასწავლიდეთ რაც აუცილებელია, არა?

ბევრნიც არ ვართ და საქმეც იმდენი არაა, რომ პასუხისმგებლობები გავიმიჯნოთ

ასეთ დროს კი:

როცა რაღაცა არ კეთდება, ან არასათანო ხარისხით ან დაგვიანებით კეთდება, ვერ მოვკითხავთ კონკრეტულად ვერავის.

ჯამში უფრო ნაკლებად წაიწევს წინ ცალკეული მიმართულება, როცა ყველა ყველაფერზე იფიქრებს და გააკეთებს.

და ყველას გაუჭირდება დააგროვოს კომპეტენცია კონკრეტული მიმართულებით და იმის სპეციალისტი გახდეს.

ამიტომ ხელმძღვანელებო ნუ დაიზარებთ ნურც იმაზე დაფიქრებას, თუ როგორ გამიჯნოთ მკაფიოდ თუნდაც 2 ადამიანს შორის პასუხისმგებლობები და ნურც იმას, რომ ეს პრაქტიკაში დაანერგინოთ. ამასთან, პასუხისმგებლობის გამიჯვნა სულ არ უშლის ხელს ერთმანეთს დაეხმარონ, როცა დაჭირდებათ.

ნებისმიერ დაშვებულ შეცდომაზე შენს თავს კითხე, შემდეგში ამაზე ცოტა უკეთ თუ შემიძლია მოვიქცე და გააგრძელე ცხოვრება

პასუხი ყველა შემთხვევაში იქნება კი, რადგან ცოტათი უკეთ ყოველთვის ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ადამიანებს. ეს მიდგომა უბრალოდ ეხმარება ნაკლები სტრესი შევიქმნათ, არასაჭირო ნერვიულობას და ღელვას მოვერიდოთ, შეცდომების დაშვების არ შეგვეშინდეს, როგორც გაუმჯობესების შესაძლებლობას ისე შევხედოთ და მეტი ყურადღება იმას დავუთმოთ, თუ როგორ უფრო მზად ვიყოთ სამომავლოდ.

თქვენი მიდგომა როგორია შეცდომებზე? როგორც საკუთარ თავთან, ისე ქვეშევრდომებთან?

ეს კითხვა აუცილებლად დაუსვით თქვენს ხელმძღვანელებს

რა შემთხვევაში ჩათვლი, რომ ძალიან მაგრად ვიმუშავე? – დაუსვით ეს კითხვა თქვენს ხელმძღვანელს, მიუხედავად იმისა რა პოზიციაზე ხართ და გასაგებად რაც არ უნდა პრიმიტიულად მოგეჩვენოთ იმ პოზიციაზე საქმიანობა.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელმძღვანელს დააფიქრებს და უკეთ გაააზრებინებს მართლა რა სჭირდება და უფრო მკაფიო ამოცანას დაგისვამთ. თქვენ კი უკეთეს ფოკუსს მოგცემთ მუშაობაში, და კომპანიაში შეფასების რაიმე სისტემის არსებობის მიუხედავად, გეცოდინებათ რა შემთხვევაში შეაფასებენ თქვენს მუშაობას კარგად, რაც პროფესიული ზრდისთვის და კარიერის შემდგომი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

  • თარიღი: July 18, 2018
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,416-ჯერ

მომხმარებლები იმას უფრო მეტად დაგვიფასებენ მათთვის როგორ მოვინდომებთ, და არა კონკურენტებს როგორ ვაჯობებთ

20%-იანი ფასდაკლება აქვს? მე 30-იანს გავაკეთებ. რამხელა მაღაზია გაუხსნია, მე უფრო დიდს გავუხსნი, გვერდზევე. ის ქულებს აგროვებინებს, ჩემთან გაორმაგებულ ქულებს დავაგროვებინებ,  და სხვ. – დამარცხებულის სტრატეგიაა.

თუ ჩვენ შესადარისად (თუ მაინცდამაინც) საკუთარ თავს ავიღებთ და იმაზე ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ ხვალ როგორ უკეთესები ვიყოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის, საშუალება გვეძლევა უფრო მეტად ვემუშაოთ მათ, უკეთ გავიცნოთ, უფრო ახლოს მივიდეთ, მოვუსმინოთ, დავაკვირდეთ და მასე ვეძებოთ მათი მოზიდვის თუ კმაყოფილების ზრდის შესაძლებლობები. ასე უფრო ორიგინალურ, განსხვავებულ, უფრო ღირებულ რამეებს გავაკეთებთ. და მომხმარებელიც უფრო ამას დაგვიფასებს, რომ მათზე ვიფიქრეთ როცა რაღაცას ვაკეთებდით და არა იმაზე, კონკურენტისთვის როგორ გვეჯობნა იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

  • თარიღი: July 12, 2018
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,148-ჯერ

ჩემპიონატს მოიგებს ის, ვისი გუნდიც მთლიანად ყველაზე მეტად ინდომებს ამას

გუშინდელი ხორვატიის თამაში ამის ნათელი დასტურია, ჩემი აზრით.

ორგანიზაციებშიც ასევეა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ვარსკვლავი მენეჯერები გყავს ცალ-ცალკე. თუ მათთვის ერთად აღებულისთვის მიზანი საერთო არ არის, და ის მიზანი არაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკეულის პირადი კარიერა და წარმატება, რაც არ უნდა პროფესიონალები გვყავდეს თავის საქმეში, შედეგი ვერ იქნება მაგარი.

როგორ უმკლავდებით თქვენ, ლიდერები ამ გამოწვევას, ან თქვენი ლიდერები როგორ ახერხებენ ამას, წარმატებული შემთხვევები გაგვიზიარეთ.

ღვინის კონსულტანტის ამბავი – როცა შენ ამოცანაში შენ ხარ პირველი პირი

ამას წინათ მეგობრებთან ერთად ერთ ღვინის ბარში შევუკვეთეთ ახალ მიღებული ბოთლის ღვინო, რაც შეიძლებოდა მსუბუქი, საწრუპად. კონსულტანტმა მოგვიტანა ქვევრის ქისი. დიდად ვერ ვერკვევით ღვინოებში. გავსინჯეთ. მე კი მომეწონა, მაგრამ მსუბუქს ნამდვილად არ გავდა, საკმაოდ მძიმე დასალევი იყო და საწრუპად მაინცდამაინც არ გამოდგებოდა. მაგრამ ისეთი გულით მოგვიტანა, გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა. და სხვათაშორის ვკითხე კონსულტანტს, ეს ახლა მსუბუქად ითვლებამეთქი? რაღაცა ცოტა მძიმე ღვინოათქო. კონსულტანმა გაგვიღიმა, ახლავე გამოვასწორებ ამ შეცდომასო. მოგვიტანა საუკეთესო მსუბუქი ღვინო მათი უზარმაზარი ასორტიმენტიდან, საჩუქრად.

მივხვდი რა ბედნიერია ის ადამიანი და სხვებიც, ვინც იქ მუშაობენ. მას არ ეშინია შეცდომის დაშვების, რომ იმის გამო დაისჯება. მისთვის მომხმარებლის კმაყოფილებაა უმთავრესი და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, ვინმესთან შეთანხმების გარეშე, რადგან ესე ესმის, რომ თავის ამოცანაში ის ყველაზე მთავარი ადამიანია.

დღეს აქ ჩემი ბოლო დღეა

ხვალ რომ ამ სამსახურში, ამ პოზიციაზე, ამ როლში აღარ იყოთ, რის დატოვებას მოინდომებდით თქვენი შემდგომისთვის, რა შედეგებისთვის გენდომებოდათ რომ მიღწეული გქონდეთ, რა პრობლემებს ისურვებდით რომ მოგვარებული დაგეტოვებინათ, რა შთაბეჭდილებები და განწყობა გინდათ რომ თქვენი მმართველობით თქვენს დატოვებულ გუნდზე ჰქონდეთ სხვებს და ა.შ. ამ კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის რაღაცებს აუცილებლად შეგვაცვლევინებს, რაღაცას უფრო მეტს ან ჭკვიანურად გაგვაკეთებინებს უფრო მეტად, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ დღეს გავაკეთებდით.

ჩათვალეთ, რომ დღეს ეს დღეა.

თუ დაიჯერებ, რომ შენი გახარება სხვისი გახარებით მიიღწევა, მაშინ ყოველთვის შეგიძლია იყო გახარებული

არავინ იქნება გამონაკლისი, ვისაც უნებლიედ თუ დაგეგმილად სხვისთვის გაკეთებულ პატარა სიკეთეს, დახმარებას, ან უბრალოდ სხვის გაღიმებას, მასშივე არ გამოეწვიოს თუნდაც პატარა სიხარული. ეს ესეა ყოველთვის. და ხშირად არც ისე დიდი საქმის გაკეთება არაა საჭირო ვინმესთვის, მისი გახარება რომ მოახერხო, გაღიმება მაინც. ეს ნიშნავს, რომ შენ თვითონ ადამიანი, ყოველთვის შეგიძლია იყო გახარებული, სულ პატარას თუ გააკეთებ სხვისთვის.

  • თარიღი: June 7, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,080-ჯერ

ადამიანები ვართ ის, რა გამოცდილებასაც ვაგროვებთ

რაზე ფიქრს, რაზე მოქმედებას, ვისთან შეხვედრებს, საუბრებს ვახარჯავთ ჩვენს დროს, ჩვენც იმ დაგროვილ გამოცდილებას ვემსგავსებით, ჩვენი აზროვნებით, მიღწეული შედეგებით, ემოციური განწყობებით, ჩვევებით და ფიზიკურადაც კი რაღაცნაირად.

და როცა რაღაცა არ მოგვწონს ჩვენს თავში, გამოსწორებისთვის უფრო ეფექტურია დავფიქრდეთ ყოველდღიურად რაზე ვხარჯავთ დროს, ფიქრით რაზე ვფიქრობთ ხოლმე, კეთებით რას ვაკეთებთ, ვისთან ერთად, ვის ვხვდებით და რაზე ვესაუბრებით, რას ვკითხულობთ ხოლმე, რას ვუყურებთ და ა.შ. ამაში ცვლილების შეტანა არასდროს არის გვიან და შეიძლება უფრო მარტივი იყოს, სამაგიეროდ, დაგვეხმარება ჩვენში შევცვალოთ რაღაც.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება