ბანკებში საკრედიტო რისკების მართვის ერთეულების მიზანი არ უნდა იყოს რისკების შემცირება, რასაც, როგორც წესი, უფრო ხშირად ცდილობენ ეს სამსახურები; არამედ, მათი მიზანი უნდა იყოს ბანკის ისე გაზრდა, რომ რისკები დასაშვები ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: September 22, 2025
- კატეგორია: ბანკები, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 483-ჯერ
ბანკებში საკრედიტო რისკების მართვის ერთეულების მიზანი რისკების შემცირება არ უნდა იყოს
- თარიღი: September 15, 2025
- კატეგორია: ბანკები, ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 403-ჯერ
რაც დრო გავა, წამყვანი ბანკები სულ უფრო მეტ კარგ თანამშრომელს დაკარგავენ
წამყვანი ბანკების ზურგში მომუშავე თანამშრომლები უფრო და უფრო აქტიურად წავლენ უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად, ან შედარებით პატარა ზომის კონკურენტებთან უკეთეს პოზიციებზე გადავლენ, ხოლო კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებს სულ უფრო ადვილად წაიყვანენ თავად კლიენტები.
მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ წამყვანი ბანკები დღეს ყველაზე კარგად ავითარებენ კადრებს, არამედ იმიტომაც რომ მაღალი და საშუალო და დაბალი რანგის თანამშრომლებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ჯამურ წლიურ ანაზღაურებაში.
- თარიღი: September 1, 2025
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 458-ჯერ
ბიზნეს პრობლემის სწორი ანალიზისთვის მისი სავარაუდო მიზეზები ინფორმაციის მოგროვების დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ
ძალიან ბევრი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კარგად ესმის მისი ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტული ან, უფრო მეტიც, ყველა პრობლემის მიზეზებიც და მოგვარების გზებიც. უბრალოდ ამბობს, რომ ან ფული არ აქვს და/ან სათანადო ხალხი არ ჰყავს მის მოსაგვარებლად, ან ამისთვის დრო უკვე აღარ ყოფნის.
- თარიღი: August 25, 2025
- კატეგორია: ბანკები, პირდაპირი შეთავაზებები, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 507-ჯერ
სადეპოზიტო პროდუქტები იურიდიული პირებისთვის
ბანკების მხრიდან იურიდიული პირებისთვის უფრო დახვეწილი სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური ხდება.
მოგების დაბეგვრის მოქმედი მოდელი იურიდიული პირების განკარგულებაში მეტ გაუნაწილებელ მოგებას აგროვებს, რაც დროთა განმავლობაში თავისუფალი, ლიკვიდური სახსრების გარკვეული სიჭარბის საფუძველიც გახდება.
- თარიღი: August 22, 2025
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 494-ჯერ
როგორ გავუკეთოთ პროდუქტს ყველაზე იაფი და ყველაზე შედეგიანი რეკლამა
პოტენციური კლიენტისთვის პროდუქტის (მომსახურების) გაცნობა და მისი მოხმარების სურვილის გაჩენა, განსაკუთრებით ახალი, შედარებით უცხო ტიპის პროდუქტების შემთხვევაში, იმაზე უკეთ არაფერს შეუძლია, როგორც თავად ამ პროდუქტს (მომსახურებას). ასე რეკლამაც უფრო იაფი დაჯდება და შედეგსაც უფრო მეტს მოიტანს.
- თარიღი: August 18, 2025
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 431-ჯერ
რაც უფრო ხმადაბლა ლაპარაკობ, უფრო ყურადღებით გისმენენ
უცნაურია მაგრამ ხშირად ან ყოველთვის ასე ხდება: რაც უფრო დაუწევ ხმას, უფრო ყურადღებით გისმენენ. არ ნიშნავს, რომ უკეთ ესმით და არც იმას, რომ მეტად გეთანხმებიან ასეთ დროს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ყურადღება შენზე და შენს სიტყვებზე აქვთ კონცენტრირებული.
- თარიღი: August 6, 2025
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 524-ჯერ
მშენებელი ან მებრძოლი ლიდერები
ჩვენი დაკვირვებით, ლიდერების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ლიდერები, რომლებიც აშენებენ და ლიდერები, რომლებიც იბრძვიან. ორგანიზაციებისთვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ან ერთი ტიპის ლიდერი ქმნის უფრო მეტ ღირებულებას, ან მეორე.
- თარიღი: August 4, 2025
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 515-ჯერ
გაცილებით საშიშია ძლიერი ტაქტიკოსი, რომელსაც სტრატეგიის დანახვა არ შეუძლია სწორად, ვიდრე ძლიერი სტრატეგი, რომელიც ტაქტიკურ დაგეგმვაშია სუსტი
სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელიც სტრატეგიულადაც კარგად ხედავს სურათს და ტაქტიკურ დაგეგმვაშიც ძლიერია. ხელმძღვანელებსაც, უფრო ხშირად, ან ერთი გამოსდით უკეთესად, ან მეორე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრობიზნესის დაკრედიტება სექტორული მიდგომით
დღეს საქართველოში მიკრობიზნესის დაკრედიტების კუთხით დიდი გეპია. მიკრობიზნესების მფლობელები როგორც ფიზიკური პირები, ისე იღებენ სამომხმარებლო, ლომბარდულ და იპოთეკურ სესხებს იმისთვის, რომ საქმიანობის დაფინანსება შეძლონ.
- თარიღი: July 29, 2025
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 450-ჯერ
კვების მრეწველობის კომპანიებმა მომხმარებლები ბევრად აქტიურად უნდა ჩართონ გემოების განვითარების ამოცანის გადაწყვეტაში
კვების მრეწველობაში ძალიან ბევრი კომპანია ტექნოლოგების გემოვნებას იმდენად ენდობა, რომ ნაკლებად უსმენს თავისი პროდუქტების მომხმარებლების აზრს გემოებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ნაკლებად ითვალისწინებს.