ვფიქრობთ, სადაზღვევო კომპანიების მიერ საკმაოდ ეფექტური იქნება მოკლევადიანი, ერთდღიანი ან რამოდენიმე დღიანი დაზღვევის განვითარება იმ ა/გ სადგურებისთვის, რომლებიც საქართველოს დიდი ქალაქების გასასვლელებში მდებარეობენ.
სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს ჯერ კიდევ დაუზღვეველი მანქანების დაზღვევა
როგორი შეიძლება იყოს აითი ინტეგრატორების განვითარების ერთ-ერთი პერსპექტივა საქართველოში
ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება დროთა განმავლობაში აითი ინტეგრატორებმა საქმიანობის მოდელიც შეცვალონ და დარგობრივი კომპეტენციების დაგროვება დაიწყონ მათთვის ყველაზე პერსპექტიულ დარგებში. სრულად წაკითხვა »
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ თავის პროდუქციას გაუკეთოს ლამაზი შეფუთვები
თუ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია, თავის პროდუქციის გარკვეულ ასორტიმენტს გაუკეთებს ლამაზ შეფუთვებს, ეს, შეიძლება, დადებითად აისახოს მის გაყიდვებზე. სრულად წაკითხვა »
როგორ შეიძლება ქართული დიასპორების როლი გაიზარდოს ქვეყნის განვითარების საქმეში
ვფიქრობთ, თუ სახელმწიფო მკაფიო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს დიასპორებთან მიმართებაში და იტყვის, რომ მათი ლოიალურობა ქვეყნის მიმართ, მათი მზრუნველობა საქართველოზე და ქართველებზე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი იქნება სახელმწიფო მათდამი, რამდენად დაეხმარება იგი იქ დამკვიდრებაში და გაძლიერებაში. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სამშობლოსადმი მათ დამოკიდებულებას. მათ მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმის მოცულობასაც რადიკალურად გაზრდის. სრულად წაკითხვა »
რა კუთხით შეიძლება განავითარონ საკუთარი ბიზნესი ღვინის კომპანიებმა
ვფიქრობთ, ღვინის რომელიმე მწარმოებელმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის, შესაძლოა, იზრუნოს ასორტიმენტის გაფართოებაზე. ღვინის გარდა შეიძლება დაიწყოს ყურძნის წვენის, ფელამუშისა და ჩურჩხელის წარმოება–რეალიზაცია. ამით ის შეძლებს, არა უბრალოდ გამორჩეული იყოს სხვა ღვინის მწარმოებლებისაგან, არამედ ახალი ბაზრებიც აითვისოს. სრულად წაკითხვა »
რა პროდუქციის წარმოებას აქვს ექსპორტის დიდი პოტენციალი და როგორ შეუძლია მწარმოებლებს შორის კოოპერაციას ხელი შეუწყოს ამ პროცესს
ვფიქრობთ, ყველა, ვინც, ვთქვათ, ბავშვებისათვის განკუთვნილ პროდუქციას აწარმოებს, ან შეუძლია და სურს, რომ აწარმოოს, გაერთიანდება და კოოპერირებულად გააგრძელებს ბაზარზე განვითარებას, მათთვის ექსპორტის მიმართულებით წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება. სრულად წაკითხვა »
რომელი მთავარი ამოცანები უნდა გადაჭრას დღეს ქართულმა ტელევიზიებმა
სამი მთავარი ამოცანა, რომელიც ამჟამად ქართლი ტელეკომპანიების წინაშე დგას:
ა) ადგილობროვი სატელევიზიო პროდუქციის გაფართოვების ხელშეწყობა;
ბ) ინტერნეტგვერდებისა და მაუწყებლობის აქტიური განვითარება;
გ) მაყურებლის უფრო აქტიური ჩართვა სატელევიზიო პროდუქციის ხარისხის და ასორტიმენტის გაუმჯობესებას. სრულად წაკითხვა »
უფრო კომფორტული ინტერნეტი – როგორ შეუძლიათ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს აბონენტების რაოდენობისა და კმაყოფილების ზრდა
ვფიქრობთ, შეიძლება, ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიისათვის მომგებიანი და აბონენტებისთვის საინტრესო იყოს 24 საათიანი ინტერნეტ პაკეტების შემოღება. იხდი მობილურით რაღაც X თანხას და 24 საათის განმავლობაში ჩაგერთვება შენთვის სასურველი სიჩქარის ინტერნეტი. მაგალითად, თუ უბრალოდ გინდა მეილების შემოწმება, ჩართავ 1 ლარიან პაკეტს, თუ გინდა უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ფილმების ან სხვა რამის გადმოწერა, აირჩევ 3 ლარიან პაკეტს, თუ კიდევ უფრო ჩქარი 5 ლარიანს და ა.შ. სრულად წაკითხვა »
რა შეიძლება იყოს რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ბავშვების სეგმენტზე გასვლის ერთ-ერთი ეფექტური გზა
კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტების რომელიმე მწარმოებელი გააკეთებს შემდეგი ტიპის აქციას: ვინც ერთდროულად შეიძენს კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, მაგალითად, ხაჭოს, მაწონს, რძეს, მაიონეზს და კარაქს, საჩუქრად მიიღოს ქართული მულტფილმების დისკი. სრულად წაკითხვა »
ტელევიზია ხალხის დასაქმების სამსახურში
თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს ისეთი ტიპის გადაცემას მათთვის, ვინც ეძებს სამსახურს , მაგრამ არ მიუწვდება ხელი ინტერნეტ დასაქმების საიტებზე, მეორეს მხრივ კომპანიებსაც მისცემს საშუალებას ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთოს ვაკანსიის მოკლე პრეზენტაცია, ვფიქრობთ, ასეთი გადაცემა შეიძლება ძალიან საჭირო და რეიტინგული გახდეს. სრულად წაკითხვა »