ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



გაყიდვების კარგი სისტემა

გაყიდვების ყველაზე კარგი სისტემა ის არის, რომელიც ეხმარება კლიენტს მიიღოს ჩვენი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვასთან დაკავშირებული არა დადებითი, არამედ მისთვის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა იგი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გვაძლევს ინფორმაციას, თუ რატომ არ გადაწყვიტა კლიენტმა ჩვენი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა. კარგი გაყიდვების სისტემა გვეხმარება განვავითაროთ პროდუქტები და მომსახურება ისე, რომ უფრო სასურველი გავხადოთ იგი მეტი მომხმარებლისათვის.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის პრობლემების მთავარი მიზეზი

როგორც გამოცდილება აჩვენებს, ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც ორგანიზაციაში პრობლემების უმთავრეს ნაწილს განაპირობებს, მენეჯმენტის წევრებს შორის შეუთანხმებელი ხედვაა. ეს მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან მთავარი მომხმარებლები, რა სარგებელს ქმნის მათთვის ორგანიზაცია, რა არის (ან უნდა იყოს) მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

სრულად წაკითხვა »

მიზანი ორი-სამი საათით

თუ სულ ორი-სამი საათით ძალიან რთულ და ერთი შეხედვით არარეალურ მიზანს დავისახავთ, არ შევწვეტთ ამ მიზნის მიღწევის შესაძლო გზების ძიებას სანამ 20 იდეამდე არ ავალთ და მერე ამ იდეებს ერთმანეთს შევადარებთ განხორციელებადობის, შესაძლო ეფექტის და თანმხლები სააფრთხეების გათვალისწინებით, დავინახავთ, რომ თურმე ბევრად უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ვაკეთებთ და ბევრად უფრო დიდი მიზნების მიღწევაც შეიძლება, ვიდრე ვისახავთ.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების მოსაზრებები ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ

არიან ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც, წელიწადში ერთხელ, საკუთარ თანამშრომლებში ატარებენ გამოკითხვას ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ მათი მოსაზრებების დასადგენად. აერთიანებენ ამ მოსაზრებებს და უმაღლესი მენეჯმენტის სპეციალურ სხდომაზე იხილავენ მათ, იმისათვის, რომ ომავალი წლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას გაითვალისწინონ. სრულად წაკითხვა »

მიძინებული ორგანიზაცია რომ გამოვაღვიძოთ

თითქმის ყველა ორგანიზაციას ოდესღაც (თუ მიაღწია იქამდე) უდგება მომენტი, როდესაც ან მიღწეული წარმატების განცდის გამო, ან არარეალური მიზნისკენ უშედეგო სწრაფვით დაღლილს, ან კიდევ სხვა მიზეზით ყოველდღიური ბრძოლის ჟინი უნელდება, დუნდება და ყოველდღიური დინების მიყოლას იწყებს. ეს მდგომარეობა რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უფრო ძნელდება მერე ამ ორგანიზაციის შემობრუნება, თუმცა ამ პროცესის დაწყება იქამდე არ არის გვიან, სანამ ორგანიზაცია ფიზიკურად არსებობს.

ნაბიჯები კი გამოღვიძებისათვის, სასურველია, შემდეგი თანმიმდევრობით გადაიდგას:

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის წარმატების და წარუმატებლობის განმსაზღვრელი სამი მთავარი ფაქტორი

ორგანიზაციის როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას ყველაზე მეტად განაპირობებს: სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და მთავარი ბიზნეს პროცესები. სწორედ ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, თუ რამდენად მიზანმიმართული და თანმიმდევრული იქნება  ორგანიზაცია მოქმედებებში და რამდენად რაციონალურად გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ რესურსებს. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება