ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



შრომის ანაზღაურების ფიქსირებული და ცვალებადი ნაწილები

ბევრი ფიქრობს, რომ შრომის მთლიან ანაზღაურებაში ცვალებადი წილი რაც უფრო დიდია, მით უფრო კარგია ადამიანის მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის. სინამდვილეში კი ეს არათუ ყოველთვის ასე არ არის, არამედ ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის ასე.

სრულად წაკითხვა »

ფეხსაცმლის შეძენის ახალი გზა „აისიარისგან“

ტანსაცმლისგან განსხვავებით, ფეხსაცმლის გამოწერით ყიდვა გაცილებით დიდი რისკია. განსაკუთრებით – ძვირადღირებული ფეხსაცმლის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ მომხმარებლებმა ონლაინ ყიდვას მაინც უფრო მეტი უპირატესობა არ მიანიჭონ, ვიდრე მაღაზიებში, თანაც სხვადასხვა მაღაზიებში სიარულს სასურველი წყვილის შესაძენად.

სრულად წაკითხვა »

GWP-ს, „ენერგო პრო“-ს და „თელმიკო“-ს კოლაბორაცია თბილისში წყლის ეკონომიური მოხმარების ხელშეწყობისთვის

ითვლება, რომ წყლით უხვი ქვეყანა ვართ, თუმცა სათაურში მოხსენიებული სამივე კომპანიისთვის სტრატეგიული ამოცანაა, თბილისის მოსახლეობა უფრო ეკონომიურად მოიხმარდეს ამ უმნიშვნელოვანეს რესურსს. ჟინვალის წყალსაცავის წყლის მარაგის, ელექტროენერგიის თვითღირებულების თუ სისტემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, სამივეს სასიცოცხლოდ სჭირდება წყლის ხარჯის ოპტიმიზაცია.

სრულად წაკითხვა »

წესით, „უნივერსამს“ და „ზღაპარსაც“ შეუძლიათ, „ორ ნაბიჯზე“ უკეთესი „დისქაუნთერები“ იყვნენ

ის, რომ „ორი ნაბიჯი“ დღეს ბაზარზე ყველაზე კარგი „დისქაუნთერია“, მგონი, უდავო ფაქტია. თუმცა, ის, რომ ამასთან ერთად იმასაც ახერხებს, ტერიტორიულადაც ყველაზე ახლოს იყოს მომხმარებელთან, ცოტა უჩვეულოა.  წესით, ის ხარჯი, რაც მას იჯარა უნდა უჯდებოდეს, ფილიალების რაოდენობიდან, ზომიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდში უპირატესობის ასეთ ფორმატში შენარჩუნებას მისთვის სულ უფრო და უფრო რთულს გახდის.

სრულად წაკითხვა »

რთული პოზიციების დაკომპლექტება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება სათანადო კანდიდატების მოძიება უბრალოდ ვაკანსიის გამოცხადებით. განსაკუთრებით, საშუალო და მაღალი რგოლის მმართველობით როლებზე და სპეციალური კვალიფიკაციის საჭიროების მქონე პოზიციებზე.

„სინერჯი ჯგუფი“ უკვე წლებია, თავისი კლიენტების რეორგანიზაციის პროექტებში მაღალი რანგის მმართველობითი როლებისთვის სწორი კანდიდატის გარედან მოსაძიებლად სპეციალურ მიდგომას იყენებს.

სრულად წაკითხვა »

ახალი კლიენტების მოზიდვა „აგროჰაბის“ ფილიალებში

“აგროჰაბი” ერთ ერთი განსაკუთრებულად კარგი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სამართლიანად იმსახურებს ბევრი ადამიანის პატივისცემას და სიყვარულს. ის სწრაფად და ეფექტურად აფართოვებს ფილიალების ქსელს და გამორჩეულად კარგად მართავს ასორტიმენტის კრაფტ ნაწილს.

თუმცა, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, მასაც აქვს ამოცანები, რომელთა გადაჭრას უფრო ფართო შესწავლა და კომპლექსური გადაწყვეტების შემუშავება სჭირდება.

ჩვენი გადასახედიდან, ერთ-ერთი ასეთი ამოცანაა ფილიალების გააქტიურება მათ გარშემო კლიენტების მოსაზიდად და მათთან ურთიერთობის განვითარებისათვის. მათ შორის მუშაობა ისეთ ქვეამოცანებზე როგორიცაა:

სრულად წაკითხვა »

დაბალი ფასებით მოზიდული კლიენტების შენარჩუნება ძალიან ძვირი ჯდება

თუ გადაწყვეტილი არ გვაქვს, რომ დავპოზიციონირდეთ როგორც დაბალი ფასების მქონე კომპანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ასორტიმენტი, მომსახურება, გაყიდვების სისტემა, ბრენდის კონცეფცია, საკადრო პოლიტიკა და ყველაფერი დანარჩენი ამ იდეას თუ არ გვინდა მოვარგოთ მაშინ ჯობს დაბალი ფასებით კლიენტების მოკლევადიანად მოზიდვას არც ვეცადოთ. ვინაიდან ამ კლიენტებს მერე ჩვენ ფასს ვეღარ გავუზრდით. მათი შენარჩუნებისთვის კი სულ უფრო მეტი ხარჯის გაწევა მოგვიწევს.

სრულად წაკითხვა »

როგორ ვიმოქმედოთ კონკურენტის მიერ აგრესიული დემპინგის წარმოების დროს

თუ კონკურენტი აგრესიულ დემპინგს მიმართავს შესაძლოა ფასების შემცირებაში გაყოლა მოგვიწიოს კლიენტების ნაკადი რომ შევინარჩუნოთ, მაგრამ ჯობს ხელოვნური დეფიციტები შევქმნად და პროდუქტები ზარალით არ გავყიდოთ. სამაგიეროდ კი კლიენტებს იგივე პროდუქტები ისეთ აქციებში და ისეთ პროდუქტებთან ან სერვისებთან ერთად უნდა შევთავაზოთ, რომელიც მათთვის მეტ ღირებულებას შექმნის ვიდრე უბრალოდ ფასდაკლება იქნებოდა.

სრულად წაკითხვა »

შიდა დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა

ის ორგანიზაციები, რომლებიც დეკლარირებენ, რომ მათთვის მათი თანამშრომლები და მათი ინტერესები ძალიან მნიშნელოვანია ამის ნათელ დემონსტრირებას მოახდენენ საქმითაც თუ ხელს შეუწყობენ მათ ორგანიზაციაში შიდა, თავისუფალი პროფკავშირების შექმნას.

სრულად წაკითხვა »

სახელფასო სისტემის მოწესრიგება ბევრად მნიშნელოვანია ვიდრე ბონუსების სისტემა

ხელფასის მატება გაცილებით დიდი მოტივატორია ვიდრე ერთჯერადი ბონუსი, ამიტომ თუ ორგანიზაციას სურვილი აქვს გრძელვადიანი და სწორი მოტივაცია გაუჩინოს თანამშრომლებს მათ ზუსტად უნდა უთხრას ლოგიკა რა შემთხვევაში და როგორ გაეზრდებათ ხელფასი.
სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება