ხშირად ხდება ისე, რომ ორგანიზაციისათვის მნიშნელოვანი რაიმე პროცესის შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია გამორჩენილია სტრუქტურაში. ანუ არავინაა, ვინც კონკრეტულად ამ ფუნქციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს ამ პროცესში შეფერხებებს, მის არასწორ ან უსისტემო დინებას და, აქედან გამომდინარე, ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: June 12, 2013
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,897-ჯერ
როდესაც სტრუქტურა აფერხებს მნიშვნელოვან პროცესებს
- თარიღი: June 11, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,509-ჯერ
პასუხისმგებელი პირი
სამსახურში თევზები გვყავს ძალიან დიდი ხანია. წლების განმავლობაში დღეში ხან რამდენჯერმე ვუყრიდით საკვებს, ხან კი არავინ აჭმევდა მათ… ეს საერთო პასუხისმგებლობის ბრალი იყო – ყველა ვგრძნობდით გარკვეულ პასუხისმგებლობას და როდესაც გვახსენდებოდა – ყველა სათითაოდ ვკვებავდით, ზოგჯერ ვფიქრობდით რომ უკვე ჩაუყარეს საჭმელი და სინამდვილეში სხვებიც ასე ფიქრობდნენ, არადა დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მათი კვება. სრულად წაკითხვა »
სისტემურად მოაზროვნე ლიდერები
ლიდერები, რომლებიც სისტემურად აზროვნებენ, გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთი ორგანიზაციული მანქანის შექმნას, რომელიც მათი ნაკლები ჩართულობის შემთხვევაშიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, არა მარტო ოპერაციული, არამედ განვითარების კუთხითაც.
თანამშრომლეთა კმაყოფილების მენეჯერი
ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 70-ს აღემატება, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტში გაჩნდეს მკაფიო პასუხისმგებელი პირი, ვინც თანამშრომლების კმაყოფილებაზე იზრუნებს.
- თარიღი: June 4, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,581-ჯერ
თანამშრომლების გაშვება ორგანიზაციიდან
ორგანიზაციას აქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც თანამშრომლების გაშვება გარდაუვალია ბიზნესის შენარჩუნებისათვის ან შემდგომი განვითარებისათვის. თუმცა, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ არც ორგანიზაციამ მიიღოს ტრამვა და არ განიცადოს კრიზისი და არც თანამშრომლების დემოტივაცია მოხდეს.
გააკეთეთ დისციპლინარული კომისია
საშუალო და მსხვილი ორგანიზაციებისთვის ძალიან ღირებული შეიძლება იყოს დისცილინარული კომისიის შექმნა და ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ყველა მნიშვნელოვან დისციპლინალურ “გადაცდომაზე” (როგორც დარღვევებზე ისე გამორჩეული დისციპლინირებულობის შემთხვევებზე) ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფას.
- თარიღი: May 28, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,512-ჯერ
ტექნოლოგიების განვითარება
დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ტექნოლოგიების განვითარებას, ან ძალიან ძვირად ეჩვენებათ, ან ურჩევნიათ ისე აკეთონ ყველაფერი, როგორც მიჩვეულები არიან.
- თარიღი: May 23, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,622-ჯერ
შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება
რეგულარულად მოქმედი კოლეგიალური რგოლები საუკეთესო ინსტრუმენტია შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებისათვის. მაგ., თუ დირექტორატი ყოველი თვის ბოლო შეხვედრას უთმობს პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებაზე მიმართული იდეების მოსმენასა და განხილვას, და სტრუქტურაში არსებობს რგოლები, რომლებსაც ამ იდეების მომზადება ევალებათ, ეს ამ მიმართულებებით ორგანიზაციის განვითრების პროცესს აქცევს მუდმივს.
- თარიღი: May 22, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,407-ჯერ
ამოცანებზე თუ ფუნქციებზე აგებული სტრუქტურები
ის ორგანიზაციები, რომლებშიც ქვედანაყოფებს შორის ამოცანებია გადანაწილებული და არა ფუნქციები, გაცილებით უფრო ინიციატივიანი და დინამიურებია.
- თარიღი: May 21, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,667-ჯერ
ორგანიზაციები და სასწავლო დაწესებულებები
ყველა ორგანიზაციისათვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს კადრების აყვანა – გამოცდილების მქონეებს დიდი ანაზღაურება ესაჭიროებათ, ახალ-კურსდამთავრებულთა ცოდნა და კომპეტენციები ძალიან შეუსაბამოა ორგანიზაციის მოთხოვნებთან და დიდ დროსა და რესურს საჭიროებს ინვესტირებისათვის. რეალურად უნივერსიტეტების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ცოდნის მიცემას, რაზეც მოთხოვნა არსებობს ორგანიზაციებში. სრულად წაკითხვა »