ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: April 12, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 1,658-ჯერ

ადამიანები თუ სტრუქტურებს ვერ ერგებიან

რაც არ უნდა რთული გადაწყვეტილება იყოს, თუ ვხედავთ, რომ სტრუქტურული რედიზაინის შემდეგ გაჩნდნენ ადამიანები, შეიძლება ძალიან წარმატებულნიც, წინა სტრუქტურის პირობებში,  რომლებიც ახალ სტრუქტურას  ვერ კი არა , არ ეგუებიან, სჯობს შევთავაზოთ დატოვონ ორგანიზაცია, ვიდრე მივცეთ საშუალება სისტემის წინააღმდეგ, უფრო სწორად კომფორტის ზონის შენარჩუნებისთვის, იბრძოლონ.  სრულად წაკითხვა »

მოტივატორი ლიდერები

მოტივაციის გაზრდის ყველაზე კარგი საშუალება თანამშრომლებში არის ის, რომ ლიდერული უნარების განვითარების შევუწყოთ ხელი მათ უშუალო ხელმძღვანელებში, შუა რგოლის მენეჯერებში.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციული ლოჯიები

ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სტრუქტურის საფუძვლიან რევიზიას არ ახდენენ და ევოლუციურად, წლიდან წლამდე მცირე მიმდინარე ცვლილებებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, ისეთ სახლებს ემსგავსებიან, ყველა მხრიდან უფორმო და უშინაარსო მიშენებებით და დაშენებებით რომ არის გარშემორტყმული.

სრულად წაკითხვა »

მიმართულების გაძლიერება

ხშირად მენეჯმენტი ფიქრობს რომელიმე მიმართულებაზე. რომ ის პრიორიტეტული და გასაძლიერებელია, რისთვისაც სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო და მხოლოდ განაცხადი და კარგი ხელმძღვანელი არ არის საკმარისი. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 8, 2013
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,427-ჯერ

ლიდერი, რომელსაც საკუთარი გუნდის წევრების ამოუწურავი შესაძლებლობების სჯერა

ნამდვილ ლიდერებს სჯერათ საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და ხშირად იმაზე მეტად, ვიდრე თვითონ მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 5, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,557-ჯერ

თმენის ვალდებულება

არის პერიოდები, როცა ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება თმენის ვალდებულება, რომელიც ისევ და ისევ ჩვენთვის და საერთო საქმისთვის არის სასარგებლო. კრიზისები, სტრესული სიტუაციები, რთული შემთხვევები, გადაუჭრელი პრობლემები მუშაობისას სწორედ ის პერიოდებია, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, ჩვენს გამოცდას ემსახურება და ამასთან არა აღელვებას, არამედ სიმშვიდესა და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

სრულად წაკითხვა »

განსაკუთრებულად დიდი მოტივაცია

ყველაზე მეტად ადამიანს მოტივაცია რომ შევუქმნათ რაღაც კონკრეტული საქმის კარგად გაკეთებაზე საჭიროა, ვკითხოთ, როგორ არის ამ საქმის გაკეთება უმჯობესი და დავეთანხმოთ მის წინადადებას მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ გზა, რომელზეც ჩვენ მანამდე ვფიქრობდით, მის მიერ შემოთავაზებულზე უკეთესია.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლებთან მუშაობა

ორგანიზაციას, სადაც 40-50 ადამიანზე მეტი მუშაობს და სადაც მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავებული საქმით არიან დაკავებული, აუცილებლად უნდა ყავდეს მენეჯერი, რომელიც თანამშრომლებთან მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ყოველ 60-70 თანამშრომელზე, ამ მენეჯერს ერთი ადამიანი უნდა დაემატოს გუნდში.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 2, 2013
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,616-ჯერ

კანფეტებიანი მძღოლი

ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ყოველ ამომსვლელს კანფეტს ჩუქნის. დღეს მეც მქონდა ბედნიერება, ამ მიკროავტობუსით მემგზავრა. დილა სიხარულით და კარგი განწყობით დაიწყო ყველასათვის, ვინც აქ მოხვდა. ღიმილი, პატარა საჩუქარი, სითბო, სტიკერებით მორთული ფერადი გარემო და კარგი მუსიკა, ყველაფერი სასიამოვნო მგზავრობისათვის.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 1, 2013
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,469-ჯერ

ლიდერი, რომელიც ზრუნავს

იმისათვის, რომ გუნდის წევრებისგან ლიდერის მანდატი მივიღოთ, აუცილებელია მათგან რაღაცით გამოვირჩეოდეთ. პირველ რიგში ეს განსაკუთრებული ზრუნვის შეგრძნებაა, ეს არის ზრუნვა მომხმარებლებზე, გუნდის წევრებზე და საზოგადოებაზე მთლიანად.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება