ის ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც პროდუქტის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს იყენებენ, მაგრამ ძირითადად საკუთარ მოსავალზე არიან დამოკიდებულნი. კარგი იქნებოდა, თუ ისინი მოახერხებდნენ გლეხების კოოპერირებას მათი მოსავლის შესყიდვის მიზნით. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
სკოლებში ინგლისურის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი
თუ სკოლები კვირის რომელიმე დღეს შემოიღებენ ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენების გაკვეთილებს, უცხო ენის სწავლება უფრო სასიამოვნო გახდება და მოსწავლეებსაც უკეთ განუვითარდებათ სმენითი და სასაუბრო უნარები.
რა შესაძლებლობებს იძლევა თბილისში არსებული საწარმოო ფართები დეველოპერებისთვის
დეველოპერული კომპანიების ახალი მიმართულებით განვითარების კარგი საშუალება შესაძლოა აღმოჩნდეს დიდი წარმოებების მიმდებარე ტერიტორიის დეველოპმენტი.
ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს ქალაქგარეთ არსებული საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება. მეორეს მხრივ კი თბილისში არსებული დიდი წარმოებებისთვის ქალაქგარეთ, ყველა საჭირო პირობით მოწყობილ ტერიტორიაზე გადასვლის ალტერნატივის შეთავაზება. სრულად წაკითხვა »
სტუდენტური ქალაქი – ახალი შესაძლებლობა დეველოპერებისათვის
დეველოპერული კომპანიებისათვის კარგი შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს სტუდენტური ქალაქის მშენებლობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სტუდენტი რეგიონებიდან ჩამოდის თბილისში და საცხოვრებელ ფართს საჭიროებენ, ამასთან, დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც უჩნდებათ სურვილი დამოუკიდებლად იცხოვრონ, სტუდენტურ საცხოვრებლებზე მოთხოვნა მართლაც დიდი იქნება.
როგორი შეიძლება იყოს “ფულის მოზიდვის” ახალი გზა ბანკისათვის
ჩვენი აზრით, ბანკს, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, შეუძლია თავის საოპერაციო დარბაზებში ქართული და უცხოური, ახალი და ძველი ფულის ბანკნოტების და მონეტების გამოფენა მოაწყოს, ექსპონატები კი ამ გამოფენისათვის კოლექციონერებისგან, ნუმიზმატებისგან ან იმ ჩვეულებრივი ოჯახებისგან ითხოვოს, რომლებსაც ფულადი ნიშნების უნიკალური სახეები აქვთ და დათანხმდებიან ისინი ცოტა ხნით ბანკს ათხოვონ. შედეგად მომსახურების რიგში ყოფნა მოსაწყენი აღარ იქნება და მომხმარებელი ბანკში ვიზიტისას შემეცნებით სარგებელსაც მიიღებს.
რა ახალი მიმართულების განვითარება შეუძლია ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებს
ვფიქრობთ, რომ ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებისათვის საინტერესო შესაძლებლობა იქნება ტექნიკის გაქირავების სერვისის დამატება.
ასეთი სერვისით სარგებლობა ისეთ პროდუქციაზე შეიძლება გავრცელდეს, როგორიცაა პროექტორი, ვიდეო აპარატი, ფოტოკამერა, აუდიო-ვიდეო მოწყობილობები, ტელევიზორი… სრულად წაკითხვა »
რა ალტერნატიული დანიშნულება შეიძლება შესძინონ დიდმა ფარმაცევტულმა ქსელებმა მათ საუბნო აფთიაქებს
ვფიქრობთ, რომ დიდმა ფარმაცევტულმა ქსელებმა მომხმარებლებისაგან დაცარიელებულ აფთიაქებს ალტერნატიული დანიშნულება უნდა მოუძებნონ. კერძოდ, შეუძლია გადააკეთოს ისინი:
როგორ შეუძლია ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს მიიზიდოს კლიენტები მაგისტრალებზე არსებულ სადგურებზე
ვფიქრობთ, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიას მის რეგიონალურ ავტოგასამართ სადგურებზე შეუძლია გააკეთოს პატარა სამედიცინო კაბინეტები, სადაც იჯდება ზოგადი პროფილის თერაპევტი და ასევე შესაძლებელი იქნება ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა. კაბინეტით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც მგზავრობისას გახდნენ შეუძლოდ. სრულად წაკითხვა »
ბენზინ გასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიის ახალი შესაძლებლობა – ელექტრომობილების ბაზარზე განვითარება
ჩვენი აზრით, ბენზინ გასამართი სადგურების ფართო ქსელის მქონე კომპანიას შეუძლია ბაზარზე თავისი მომსახურების დივერსიფიკაცია ელექტრომობილების საქართველოში ჩამოყვანით, დამტენი სადგურების დამონტაჟებით და ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობის სერვისის დანერგვით.
სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია ცნობილი ბრენდების ავტოდილერს განავითაროს ტაქსების მიმართულება
თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შეძლებს.