ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სწორი სისტემური ურთიერთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

ხელისუფლების რგოლებს, რომლებიც არ აშენებენ გამართულ სტრუქტურულ კავშირებს საზოგადოებასთან, საბოლოოდ აუცილებლად დაუქვეითდებათ საჭიროებების შეგრძნება. ისინი მოწყდებიან საზოგადოების ინტერესებს და ძალიან აქტიური მუშაობის შემთხვევაშიც კი, არასწორი პრიორიტეტების გამო დაკარგავენ რეიტინგს და საბოლოოდ ძალაუფლებასაც.

სრულად წაკითხვა »

როგორ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი პარალელურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებთან ერთად

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოშო ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი ძალიან დაბალია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ამ პრობლემის დასაძლევად შასაძლებელია და, ვფიქრობ, აუცილებელიც ორი ნაბიჯის გადადგმა: 1. პროექტირებაზე ტენდერების ნაცვლად კონკურსების წესის დანერგვა და 2. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილებების შექმნა სხვადასხვა სამინისტროებში. სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციები და სასწავლო დაწესებულებები

ყველა ორგანიზაციისათვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს კადრების აყვანა – გამოცდილების მქონეებს დიდი ანაზღაურება ესაჭიროებათ, ახალ-კურსდამთავრებულთა ცოდნა და კომპეტენციები ძალიან შეუსაბამოა ორგანიზაციის მოთხოვნებთან და დიდ დროსა და რესურს საჭიროებს ინვესტირებისათვის. რეალურად უნივერსიტეტების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ცოდნის მიცემას, რაზეც მოთხოვნა არსებობს ორგანიზაციებში. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 23, 2013
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,787-ჯერ

მომხმარებლები

მუდმივი ფიქრი და ზრუნვა მომხმარებლებზე არის საუკეთესო გზა ორგანიზაციებისათვის, შეინარჩუნონ გრძელვადიანი წარმატება. ხშირად, ორგანიზაციები ფოკუსირებულები არიან პროდუქტებზე და არა მომხმარებლებზე. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რაც არ უნდა მაგარ პროდუქტს ქმნიდეს ორგანიზაცია, მას დროთა განმავლობაში სასიცოცხლო ციკლი გასდის, ან კონკურენტები გადაიღებენ, ან შემცვლელი გამოუჩნდება. განსაკუთრებით ტექნოლოგიების ერაში ეს მუდმივი და სწრაფი პროცესია, ამიტომაც პროდუქტზე ორიენტირებული კომპანიები მოკლევადიანი წარმატების შემდეგ ხშირად უბრალოდ წყვეტენ არსებობას. სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელები და სტრუქტურები

თუ ხელმძღვანელი სტრუქტურაზე სამუშაოდ ვერ იცლის, ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზაციას არასწორი სტრუქტურა აქვს.

სრულად წაკითხვა »

თუ სტრატეგიული გეგმები სრულად არ ხორციელდება

ნებისმიერ სტრუქტურაში ორგანიზაციული ორთქმავლები სწორედ ადამიანები, მათი ტალანტები და თვისებებია და სწორედ ისინი არიან, ვინც სტრატეგიებს თან წარმატებით ახორციელებენ. თუმცა, თუ მათ  ლოგიკურად დაკავშირებული და მკაფიო როლები არ ექნათ, თუ მათი მუშაობა როგორც ოპერაციულ, ისე განვითარების საკითხებზე უწყვეტი არ იყო და თუ არ ეცოდინებათ რა ნიშნით ფასდებიან, მაშინ დიდი შანსია, რომ ადამიანების უნიკალურობის მიუხედავად სტრატეგიების დიდი ნაწილი ქაღალდზე დარჩეს.

სრულად წაკითხვა »

ფოკუსირება ბაზარზე თუ საკუთარ სიმძლავრეებზე

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ სიმძლავრეებზე არიან ორიენტირებულები: ქმნიან იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან, რისი უნარებიც აქვთ. ასეთ შემთხვევაში მართლაც დიდია შანსი იმისა, რომ შექმნა კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ სერვისი. სრულად წაკითხვა »

რატომ დელეგირება

ყველაზე მთავარი დადებითი მხარეები, რაც დელეგირებას მოაქვს და რატომაც არ უნდა დაიხიონ ხელმძღვანელებმა უკან არის ის, რომ მათ ამის კეთება დღეს ბევრად უკეთ გამოსდით. ესენია:

დროის უფრო ეფექტურად გამოყენება სრულად წაკითხვა »

რა არის თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი

ძირითადად სამი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას. ორგანიზაციის ამოცანაა, იცოდეს სამივე მათგანი, ჰქონდეს დროში განსაზღვრული პრიორიტეტები – მათ შორის რაზე აკეთებს აქცენტს და სამივეზე ჰყავდეს გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი, რგოლი სტრუქტურაში (შესაბამისი რანგით), რომელიც მუდმივად იზრუნებს ამოცანის გადაჭრაზე. ეს ფაქტორებია: სრულად წაკითხვა »

სტრუქტურის ტყვე ორგანიზაციები

სტრატეგია დიდ გავლენას ახდენს სტრუქტურაზე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. სტრუქტურა ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიას. მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, სტრუქტურა თვითონ ახდენს გავლენას სტრატეგიაზე. ამან კი ორგანიზაციას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოუტანოს.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება