ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



დელეგირება – თანამშრომლების კმაყოფილების და კვალიფიკაციის ამაღლების საუკეთესო გზა

საშუალო რგოლის ხელმძღვანალები, ძალიან ხშირად, თვითონ აკეთებენ საქმის უდიდეს ნაწილს და რიგით თანამშრომლებს მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებით ტვირთავენ, ან საერთოდ არ აკეთებინებენ არაფერს. ეს იმის გარდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის უნარების და შესაძლებლობების გამოყენებას უშლის ხელს, ორგანიზაციის წარმადობას ამცირებს, ამცირებს თვითონ ამ თანამშრომლების შრომით კმაყოფილებას და განვითარების ტემპს, რაც კიდევ უფრო მეტად საზიანოა ორგანიზაციისათვის გრძელვადიან პერიოდში.

სრულად წაკითხვა »

მიძინებული ორგანიზაცია რომ გამოვაღვიძოთ

თითქმის ყველა ორგანიზაციას ოდესღაც (თუ მიაღწია იქამდე) უდგება მომენტი, როდესაც ან მიღწეული წარმატების განცდის გამო, ან არარეალური მიზნისკენ უშედეგო სწრაფვით დაღლილს, ან კიდევ სხვა მიზეზით ყოველდღიური ბრძოლის ჟინი უნელდება, დუნდება და ყოველდღიური დინების მიყოლას იწყებს. ეს მდგომარეობა რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უფრო ძნელდება მერე ამ ორგანიზაციის შემობრუნება, თუმცა ამ პროცესის დაწყება იქამდე არ არის გვიან, სანამ ორგანიზაცია ფიზიკურად არსებობს.

ნაბიჯები კი გამოღვიძებისათვის, სასურველია, შემდეგი თანმიმდევრობით გადაიდგას:

სრულად წაკითხვა »

მართვის მთავარი სისტემა

ორგანიზაციული სტრუქტურა, თუ ის სწორად არის გაკეთებული, ეფუძნება სტრატეგიულ პრიორიტეტებს, ორგანიზაციისათვის მთავარ ბიზნეს პროცესებს, ითვალისწინებს არსებულ ლიდერულ რესურსებს და სწორად ანაწილებს პასუხისმგებლობებს თანამშრომლებს შორის, და თუ ჩავთვლით, რომ პასუხისმგებლობა ყველაზე ძლიერი მოტივატორია ადამიანებისთვის, გამოვა, რომ სწორედ სტრუქტურაზეა დამოკიდებული მნიშვნელოვან წილად – როგორი სტრატეგია განხორციელდება, როგორი პროცესებით, რამდენად შესაბამისი და მოტივირებული ადამიანების მიერ. ორგანიზაციული სტრუქტურა მართვის მთავარი სისტემაა, რომელიც მართვის ყველა დანარჩენ სისტემას აერთიანებს და მათ სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტებად აქცევს.     სრულად წაკითხვა »

ყველასათვის საზიანო ჩვევა

თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს და თუნდაც 3 თვით ყველა თანამშრომელს ავუკრძალავთ შაბათ –  კვირას სამსახურში მოსვლას და, ხელმძღვანელებთან შეთანხმებული მიზეზის გარეშე, 7-8 საათის შემდეგ სამსახურში დარჩენას, მენეჯმენტი იმიტომ ივლის ამ დღეებში და საღამოსაც მხოლოდ იმიტომ დარჩება, რომ ამ წესის დაცვა გააკონტროლოს, ხოლო შაბათს ან საღამოს აუცილებელ შეხვედრებს სადმე ოფისის გარეთ ჩავატარებთ, ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იქნება ამ ცვლილების ორგანიზაციისათვის დადებითი ეფექტის შესაფასებლად.

სრულად წაკითხვა »

მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა

მენეჯერი, რომლისთვისაც ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას ჩაეთვალოს გაკეთებული საქმე, ვიდრე ის, თუ რა საქმე გაკეთდება, სავარაუდოდ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ, მენეჯერების დიდი ნაწილი სწორედ ასე ალაგებს პრიორიტეტებს. მათ ურჩევნიათ სულ არ გაკეთდეს, ვიდრე სხვამ გააკეთოს.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის წარმატების და წარუმატებლობის განმსაზღვრელი სამი მთავარი ფაქტორი

ორგანიზაციის როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას ყველაზე მეტად განაპირობებს: სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და მთავარი ბიზნეს პროცესები. სწორედ ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, თუ რამდენად მიზანმიმართული და თანმიმდევრული იქნება  ორგანიზაცია მოქმედებებში და რამდენად რაციონალურად გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ რესურსებს. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება