თუ გსურთ მუშაკი განსაკუთრებულად წაახალისოთ, ნამუშევარი დაუფასოთ და გაუხმოვანოთ, შეაქეთ იგი ხელმძღვანელის წინაშე. ასეთ შექებას სულ სხვა ძალა აქვს: შექების ობიექტებს ორმაგი მოტივაციით ავსებს, თავად ხელმძღვანელებსაც ეხმარება თანამშრომლის შესახებ “პორტრეტის” ჩამოყალიბებაში და ჩვენც კარგ საქმეს გაგვაკეთებინებს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: March 28, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,444-ჯერ
კარგად განმარტებული როლი
თუ თანამშრომელს კარგად განვუმარტავთ კონკრეტულად რა არის მისი ფუნქცია ორიგანიზაციაში და რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციისათვის იმას, რასაც ის აკეთებს და ამ მნიშვნელობას არა მარტო ლაპარაკით, არამედ მათდამი დამოკიდებულებითაც გამოვხატავთ, ადამიანების უკეთ მუშაობის მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- თარიღი: March 27, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,251-ჯერ
სისტემური ხარვეზები ორგანიზაციულ სტრუქტურაში
თუ გვინდა, რომ ორგანიზაციის სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემები დავინახოთ, ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ . არ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ არის პროცესები მასში აწყობილი და მხოლოდ სტრუქტურულ სქემას უნდა დავაკვირდეთ კარგად.
- თარიღი: March 26, 2013
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,815-ჯერ
პროცესების აღწერა
პროცესებს, როგორც, მაგალითად, დეპარტამენტებს ან პოზიციებს, ესაჭიროებათ ფორმალიზება და აღწერა. ეს აუცილებელია , რათა ზუსტად დავინახოთ მონაწილე რგოლები, ჩართულმა პირებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ, ერთგვაროვანი გახდეს მისი მიმდინარეობა ან გავაანალიზოთ და მოვახდინოთ მისი ოპტიმიზაცია.
ლიდერობის არჩევანი
ამბობენ, ლიდერებად იბადებიანო და რომ გახდე ლიდერი შეუძლებელია, თუ ამისათვის საჭირო აუცილებელი მონაცემები, არ გაგაჩნია. აქვს თუ არა შანსი ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ნიშნები გახდეს აღიარებული ლიდერი . მიუხედავად დიდი სურვილისა ?
ზრუნვა, როგორც მართვის კულტურა
ნებისმიერი ორგანიზაცია თავის დანიშნულებას მაშინ ასრულებს, თუ მომხმარებლებზე ზრუნვა მთავარ ამოცანად აქვს გადაქცეული. რაც უფრო მცირდება ზრუნვის კომპონენტი მის საქმიანობაში, მით უფრო მცირდება ამ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა , ან კიდევ მახინჯდება და უფასურდება მისი საქმიანობა.
- თარიღი: March 21, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,447-ჯერ
ფორმულები მოტივაციის სისტემებში
ფორმულების გამოყენება მოტივაციის სისტემებში მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ შეფასების პასუხისმგებლობა ხელმძღვანელებმა მოიხსნან, მანქანებს გადააბარონ და, შესაბამისად, ამ პროცესთან დაკავშირებულ დისკომფორტს დააღწიონ თავი.
- თარიღი: March 20, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,518-ჯერ
არასტრუქტურირებული ორგანიზაციები
თუ ორგანიზაციას კარგად გამოკვეტილი, ფორმალური სტრუქტურა არ გააჩნია, რაღაც ეტაპზე აუცილებლად წყვეტს განვითარებასაც და ზრდასაც. რაც უფრო აგვიანებს ორგანიზაცია სტრუქტურირებას, მით უფრო მტკივნეული ხდება ამის გაკეთება.
- თარიღი: March 19, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,351-ჯერ
საინვესტიციო საბჭო
თუ იარსებებს ორგანიზაციაში საბჭო, სადაც ნებისმიერი რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შეფასება და განხილვა მოხდებოდა, გადაწყვეტილების ხარისხი ამით მკვეთრად გაიზრდებოდა. სრულად წაკითხვა »
როდესაც შენი საქმე გიყვარს
ვისაც გამოუცდია, ყველამ იცის, თუ რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ყოველდღიურად ისეთი საქმის კეთება გვიწევს, რომელიც შეგვიძლია გაუჩერებლად, შესვენების გარეშე ვაკეთოთ, რომლის დროსაც ვცდილობთ, ისე განვვითარდეთ, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ და რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით მაშინაც, ფული საერთოდ რომ არ არსებობდეს დედამიწაზე.