ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



პასუხისმგებლობის წნევა

ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ პოზიციაზე, ნებისმიერი ადამიანის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა პირდაპირპროპორციულია იმ პასუხისმგებლობის წნევის, რომელიც მასზე არსებობს. რაც უფრო დიდია ეს წნევა და რაც უფრო ინტენსიური, მით უფრო დიდია მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა. რაც უფრო ფრაგმენტულია და სუსტი პასუხისმგებლობის წნევა, მით უფრო იზრდება დაკარგული დრო და გამოუყენებელი ადამიანური რესურსების მოცულობა.

სრულად წაკითხვა »

რაც უფრო მნიშვნელოვანია ადამიანები ორგანიზაციისთვის

რაც უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის ადამიანები, მათი ნიჭისა და უნარების ორგანიზაციის ინტერესების სამსახურში ჩაყენება, მით უფრო აქტუალურია, როგორ არის განაწილებული როლები, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება მათ შორის.

სრულად წაკითხვა »

პასუხისმგებლობის და ძალაუფლების დისბალანსი

ხშირად ხდება ისე, რომ ორგანიზაციაში ადამიანი, ვისაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია არ ფლობს ამ პასუხისმგებლობის შესაბამის ძალაუფლებას. ასევე ხდება ისეც, რომ ადამიანების ნაცვლად, ვისაც დიდი ძალაუფლება აქვთ, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებს ეკისრებათ. ამ ორივე შემთხვევას ხშირად ერთი და იმავე ორგანიზაციებში აქვს ადგილი. ორგანიზაციებში, სადაც ძალაუფლების და პასუხისმგებლობის ბალანსი არსებითად არის დარღვეული.

სრულად წაკითხვა »

როდესაც ვხვდებით, ორგანიზაცია ჩვენს ქვევით თანამშრომლების შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს ვერ იყენებს

ხშირად თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების დიდი ნაწილი ორგანიზაციისათვის გამოუყენებელი რჩება. როდესაც ამას მენეჯმენტიც ცხადად ვგრძნობთ და ვხვდებით, რომ ხარჯების დიდი ნაწილი ორგანიზაციაში უშედეგოდ იკარგება, ძირითადად ვწუხვართ და ვამბობთ, რომ თანამშრომლები არ გვივარგა. არადა, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი არა თანამშრომლები, არამედ არასწორი მართვა და გაუმართავი მართვის სისტემებია.

სრულად წაკითხვა »

რეაქტიული და პროაქტიული სტრუქტურები

რეაქტიულია სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელი მართავს, პროაქტიული კი ისეთი სტრუქტურაა, რომელიც თვითონ მართავს ხელმძღვანელს.

რეაქტიული სტრუქტურები, ხელმძღვანელების ცვლილებასთან ერთად, თითქმის ავტომატურად იცვლებიან და ამის გარეშეც ხშირ-ხშირად განიცდიან ცვლილებებს. პროაქტიული სტრუქტურები კი მხოლოდ ორგანიზაციის დანიშნულების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში იცვლიან სახეს. სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელის რეალური საზრუნავი

ხელმძღვანელები საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებას მაშინ კი არ უნდა ვგრძნობდეთ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ და თანაც პროდუქტიულად, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მუშაობს ბევრს და პროდუქტიულად.

სრულად წაკითხვა »

როგორ შევაფასოთ ხელმძღვანელი

თუ გვინდა შევაფასოთ, როგორია ხელმძღვანელი, უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს მისი ორგანიზაცია, როდესაც ის სამსახურში არ არის.

სრულად წაკითხვა »

დანაკარგები არასწორი სტრუქტურის გამო

სტრუქტურის დიზაინში დაშვებული, ერთი შეხედვით მარტივი და უბოროტო შეცდომების გამო ორგანიზაციამ, შესაძლოა, ბაზარზე ზრდის და განვითარების ძალიან ბევრი შესაძლებლობა, უამრავი ფული და დრო დაკარგოს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 4, 2015
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,685-ჯერ

1 + 1 > 2

მართალია, სინერგიის ეფექტის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით და კარგადაც გვესმის, მაგრამ ხანდახან სინერგიული გაერთიანებების წინააღმდეგ ძალაუნებურად და გაუაზრებლად მივდივართ ხოლმე. მაშინ უბრალოდ ყველას ერთად გვჭირდება გახსენება, რომ ერთად უფრო უკეთ, უფრო ბევრი და უფრო სწრაფად გამოგვდის, და რომ: სრულად წაკითხვა »

რატომ არ ამართლებს გამომუშავებაზე მიბმული ანაზღაურება

ძალიან მარტივია და სამართლიანი გაყიდვებზე ან შემოსავლებზე პასუხისმგებელ პირს შემოსავლების რაღაც % მივცეთ ბონუსად. საბოლოოდ კი ეს ორგანიზაციისათვის ბევრ უარყოფითს იწვევს, კერძოდ კი:

1. თანამშრომლები იწყებენ თავიანთი ,,ბიზნესების” კეთებას. ამ დროს ისინი აგროვებენ თავიანთ ბაზებს, რომელიც კომპანიისთვის მიუწვდომელია, არ ეხმარებიან მენეჯმენტს უკეთესი შედეგების მიღწევაში, არ გამოდიან ინიციატივებით, არ არიან კოლეგიალურები, არ იცავენ მოთხოვნებს, განკარგულებებს, წესებს. მათი სახით კომპანია იღებს ერთჯერად შემოსავლებს და არა გრძელვადიან ინვესტიციას, კლიენტებთან ურთიერთობებში, მეთოდოლოგიების განვითარებაში და საქმიანობის გაუმჯობესებაში. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება