ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



მეგობრები სამსახურში

მეგობრებთან მუშაობას რა სჯობს. ისინი რაც ხშირად და მეტნი იქნებიან ჩვენ გვერდით, თითქოს უკეთესია. სანდო ხალხია, არ გვიღალატებენ და ჩვენს გავლენასაც გაზრდიან ორგანიზაციაში. თუმცა მეგობრების სამსახურში აყვანას მაინც აქვს რამდენიმე უარყოფითი მხარე, რის გამოც, ალბათ აჯობებს, მეტი ვიფიქროთ, სანამ მათ ჩვენთან მუშაობას შევთავაზებთ.

სრულად წაკითხვა »

საკუთარი ეფექტიანობის შეფასება

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად კარგად იყენებთ დროს სამსახურში (და არამარტო)? შეგიძლიათ თუ არა, იგივე საქმე უფრო ნაკლებ დროში შეასრულოთ, ან უფრო  ხარისხიანად? რა გართმევთ ყველაზე მეტ დროს, რაზე გაქვთ სამუშაო და გასაუმჯობესებელი? ამის განსაზღვრა ერთი დიდი ნაბიჯია შემდგომში ეფექტიანობის ასამაღლებლად. ამისთვის კი საჭიროა: სრულად წაკითხვა »

უკეთესი სამსახურის ძებნის რეჟიმში

თუ მუშაობის პარალელურად მუდმივად ვიქნებით ახალი სამსახურის ძებნით დაკავებულები, ეს გაზრდის ჩვენი საქმიანობის შედეგებს და მეტ სარგებელსაც მოგვიტანს იქ, სადაც იმ დროისთვის ვიქნებით. სრულად წაკითხვა »

კლიენტებთან უკუკავშირის პროცესი

თუ ორგანიზაციის პირველი პირი არ არის მზად მისი ან, ცუდ შემთხვევაში, მისი პირადი ასისტენტის პირდაპირი ტელეფონის ნომერი დიდი ასოებით დააწეროს მის პროდუქტს, ან მომსახურების წერტილებში გამოაკრას, კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ორგანიზაციის უმაღლესი პირების თათბირი მიღებული ინფორმაციის განსახილველად, და მერე თვითონვე გააკონტროლოს ამ თათბირებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, ამ ორგანიზაციას გრძელვადიან პერიოდში წარმატების ნაკლები შანსი აქვს.

სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა ვიკითხოთ პროფესიული წიგნები?

“უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა” – ილია ჭავჭავაძე

იცოდით, რომ თუ დილით მხოლოდ ნახევარ საათს გამოყოფთ პროფესიული ლიტერატურის წასაკითხად, წელიწადში რამდენიმე საშუალო სიდიდის წიგნის ცოდნას დააგროვებთ და ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი წარმატების შანსები? სრულად წაკითხვა »

პროფესიონალები თუ ლოიალურები

ცალკეული, სპეციფიკური შემთხვევების გარდა ახალგაზრდა, შედარებით ნაკლებად გამოცდილი კადრების აყვანა და მათი საკუთარ, შიდა გარემოში გაზრდა ხშირ შემთხვევაში უფრო უკეთესი სტრატეგიაა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების მოძიება და აყვანა.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 31, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,306-ჯერ

როცა ვგრძნობთ რომ გეგმები ინერციით მიდის

როცა ვგრძნობთ გეგმები ინერციით მიდის, შესრულებული სამუშაოს ოდენობა მცირდება, ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია, ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი გზა გეგმების მართვის კულტურის გაჩენა და არსებობაა.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 30, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,207-ჯერ

გავხადოთ იმ თანამშრომლების მუშაობაც საინტერესო, ვისაც რუტინული საქმის კეთება უწევთ

ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს როგორ გახადო მუშაობა უფრო სასიამოვნო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოსაწყენ საქმეს ასრულებენ – ძალიან რუტინულს, ტექნიკურს, ნაკლებად შემოქმედებითს – დააკომპლექტეთ ამ ადამიანებისგან პატარა გუნდები და თითოეულს მიეცით პატარა, მაგრამ საინტერესო და თან კომპანიისთვის სასარგებლო ამოცანები გადასაწყვეტად. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი ნაპერწკალი, თუ ამას გააღვივებთ და მისი გამოყენებისთვის მცირე პირობებს შეუქმნით. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 29, 2012
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,417-ჯერ

პროდუქტი თუ გაყიდვები

კომპანიების დიდ უმრავლესობაში, იმის თუნდაც მეოთხედ დროს და ენერგიას რომ ხარჯავდნენ პროდუქტების განვითარებაზე, რასაც მათ გაყიდვებზე ხარჯავენ, პროდუქტებიც ბევრად უკეთესი იქნებოდა და მათ გაყიდვაზეც ბევრად ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა გახდებოდა საჭირო.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 27, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,337-ჯერ

სამი მთავარი კითხვა

სამი მთავარი კითხვა, რომლებსაც ხელმძღვანელები ძალიან ხშირად უნდა უსვამდნენ თანამშრომლებს: რა არის თქვენი მთავარი ამოცანები, რა გიშლით ხელს მათ გადაწყვეტაში, რით შემიძლია მე გავაადვილო მათი გადაწყვეტა.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება