ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სტრუქტურის ანალიზის მნიშვნელობა

სტრუქტურა ძალიან ბევრს ამბობს ორგანიზაციის მუშაობის პრინციპსა და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, იდეალური სტრუქტურა არ არსებობს, ვინაიდან რესურსები შეზღუდულია და გარკვეულ კომპრომისებზე უწევს ორგანიზაციას წასვლა, თუმცა, მენეჯმენტი მუდმივად უნდა ცდილობდეს, არსებული შესაძლებლობების პირობებში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას. სრულად წაკითხვა »

რეკრუტინგის სისტემა

კვალიფიციური, პოზიციებთან შესაბამისი კადრების მოძიება კადრების მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.  ეს ამოცანა ხშირად სპონტანურად და საჭიროების დადგომისას იჭრება, რაც მის ხარისხს და დროში ეფექტიანობას ძალიან ამცირებს. თუ კომპანიას აქვს ძალიან ცხადი და ჩამოყალიბებული რეკრუტინგის სისტემა, ის გაცილებით უკეთეს კადრებს მოიძიებს ნაკლები რესურსების ხარჯვით. სრულად წაკითხვა »

ზემოდან ქვემოთ დაგეგმვა

ორგანიზაციებში გავრცელებულია ზემოდან ქვემოთ დაგეგმვის მიდგომა – როდესაც დირექტორატი ადგენს გეგმებს და ანაწილებს თანამშრომლებზე. გვსურს, ამ მეთოდის უარყოფით მხარეებზე გესაუბროთ:

სრულად წაკითხვა »

სტრატეგიული დაგეგმვა და კონტროლი

ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროცესი სამოქმედო გეგმის შედგენისა და გაკონტროლების პროცესია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მაკოორდინირებელი პირი ორგანიზაციაში. სრულად წაკითხვა »

იდეალური სტრუქტურა

წლების განმავლობაში შექმნილი იდეალური სტრუქტურა ორგანიზაციის წარმატებასა და კონკურენტუნარიანობას რომ უზრუნველყოფს, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუმცა, არსებობს იდეალური სტრუქტურები, სხვა განმარტებითა და მნიშვნელობით: სრულად წაკითხვა »

მოტივაცია წარმატებაზე

რაც უფრო ცხადად ხედავენ თანამშრომლები მათ სამუშაოში არსებულ მომავალ კარიერას, მით უფრო დიდი მოტივაცია და შემართება აქვთ, უკეთ აკეთონ თავიანთი საქმე. სრულად წაკითხვა »

ასიმეტრიული სტრუქტურები

მხოლოდ სტრუქტურის ნახაზის ნახვითაც კი, შესაძლებელია პოზიციების სახელების  მითითების გარეშე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გამოვლენა ორგანიზაციულ არქიტექტურაში. ეს პრობლემები სტრუქტურული ასიმეტრიულობის შედეგია, რომელთაგანაც შეგვიძლია გამოვყოთ: სრულად წაკითხვა »

კლიენტების ინტერესების დამცველი ორგანიზაციაში

ხშირად შემთხვევაში ორგანიზაცია ორიენტირებულია, მეტი პროდუქტი მიყიდოს კლიენტს მიმდინარე პერიოდში. იგი არ ითვალისწინებს გრძელვადიან ეფექტებს, როდესაც მხოლოდ “გამყიდველის” პოზიციით, შესაძლოა, კლიენტის კმაყოფილება ვერ უზრუნველყოს – უფრო ძვირად ან უხარისხო პროდუქტი მიყიდოს, არასათანადო მომსახურება გაუწიოს და ა.შ.. სრულად წაკითხვა »

კომპეტენციის ზღვარზე

თუ გინდათ ადამიანი სრულიად არაპროდუქტიული გახდეს, ის მისი კომპეტენციის ზღვარს მნიშვნელოვნად უნდა დააცილოთ. ანუ, თუ ადამიანს ისეთ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ, რომლის აწევა მას არ შეუძლია, ის გარკვეული დროის შემდეგ არაქმედითი გახდება.

თუმცა კიდევ უფრო უარესი შეიძლება იყოს შედეგები მაშინ, როდესაც ადამიანს მუდმივად მის კომპეტენციასთან შედარებით მნიშვნელოვნად ადვილი დავალებების შესრულებას ვთხოვთ.

სრულად წაკითხვა »

სტრუქტურის უარყოფითი გავლენა სტრატეგიაზე

თითქმის ყველამ იცის, რომ სტრუქტურა უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიიდან. უმეტეს შემთხვევებში კი ისე ხდება, რომ თვითონ სტრუქტურა უფრო ახდენს გავლენას ორგანიზაციის პრიორიტეტების ფორმირებაზე, ვიდრე პირიქით.

და თუ სტრუქტურა არასწორია, მაშინ შეიძლება სტრატეგიაც დიდხანს დარჩეს არასწორი, ან ბუნდოვანი და შეუთანხმებელი მენეჯმენტის წევრებს შორის.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება