ქვედანაყოფისთვის მთავარი დავალებაა ის, რაც მის დასახელებაში წერია და ცხადად იკითხება. თუ დასახელება ცხადია, ქვედანაყოფიც იმის მიხედვით ცხადად მოქმედებს, თუ დასახელება ზოგადი და ბუნდოვანია, შესაბამისად გაუგებრად მუშაობს სამსახურიც, მიუხედავად იმისა რამდენად დეტალურად არის მის დებულებაში ყველაფერი გაწერილი.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: August 7, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,484-ჯერ
დასახელება – მთავარი დავალება ქვედანაყოფისთვის
- თარიღი: August 6, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,481-ჯერ
სტრუქტურაში ტოპ-გუნდზე ამოცანების გადანაწილება
სტრუქტურების მოწყობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. გთავაზობთ შემდეგ მიდგომას ეფექტიანი დიზაინის შესაქმნელად: ძალიან ცხადად და კარგად გაიაზრეთ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი და პრიორიტეტული ამოცანები და გადაანაწილეთ ის ტოპ-მენეჯმენტის წევრებზე. ამასთან, დაუქვემდებარეთ ის რგოლები, რომლებიც აუცილებელია მათი ამოცანების განსახორციელებლად. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: August 5, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,829-ჯერ
ორგანიზაციაში ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს
ხშირად ორგანიზაციებში არ ასხვავებენ ერთამენეთისგან, თუ ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს. სინამდვილეში ეს ორი საკითხი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განაწილებული ორგანიზაციაში როგორც ერთი, ისე მეორე.
- თარიღი: July 31, 2013
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,133-ჯერ
როდესაც ორგანიზაციაში იდეები ზემოდან ქვემოთ მოდის
ორგანიზაციების დიდ ნაწილში სამწუხაროდ ისეა აგებული სტრუქტურა და პროცესები,ისეა განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, რომ ახალ იდეებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ძირითადად, ხელმძღვანელებს უწევთ ფიქრი. სწორედ ისინი გვევლინებიან იდეების მთავარ წყაროდ და მერე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ თანამშრომლებზე ზემოქმედებაზე, რათა საკუთარი იდეები ცხოვრებაში განხორციელდეს. ამას ორგანიზაციისათვის ბევრი უარყოფითი ეფექტი ახლავს.
- თარიღი: July 30, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 3,670-ჯერ
SWOT ანალიზი კომპანიებში
მენეჯმენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თანამშრომლების მოსაზრებების გაგება კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესახებ, თუმცა უმეტესად ხელმძღვანელები ამას არასერიოზულად უყურებენ და არ აქცევენ დიდ ყურადრებას, არადა თანამშრომლები ხშირად ყველაზე კარგად იცნობენ ორგანიზაციას, მის სპეციფიკასა და იქ არსებულ მდგომარეობას.
- თარიღი: July 24, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,492-ჯერ
ძალაუფლების კონცენტრაციის ორი ცენტრი
იმ ორგანიზაციებში, სადაც პირველი პირის გარდა კიდევ არსებობს ძალაუფლების კონცენტრაციის სხვა განსაკუთრებულად ძლიერი ცენტრი, მაგალითად, მოადგილე, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის დიდ ნაწილზე არის პასუხისმგებელი, ყოველთვის იქმნება მართვის პრობლემა განსაკუთრებით ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების სახით. ეს, საბოლოოდ, ორგანიზაციას ბევრ რამეს აკარგვინებს და ხდება მაშინაც, როდესაც ეს ადამიანები თავდაპირველად ახლო მეგობრებიც არიან ხოლმე.
- თარიღი: July 22, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,754-ჯერ
ორგანიზაციის ინერტულობის სამი მიზეზი
ორგანიზაცია სიცოცხლის ნიშნებს არ იძლევა მაშინ, როდესაც ხელმძღვანელებს თვითონ უწევთ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა, როდესაც მათგან წამოსულ ინიციატივებს და დავალებებს ქვედა რგოლების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდება. გარდა ამისა, როდესაც ხელმძღვანელი გრძნობს, რომ მისი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულები ორგანიზმის მკვდარ, უფუნქციო სხეულებად ქცეულან. ყოველივეს, როგორც წესი, სამი ძირითადი მიზეზი აქვს.
- თარიღი: July 17, 2013
- კატეგორია: ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,515-ჯერ
როდესაც პირველ პირს ბევრი სამსახური ექვემდებარება პირადად
როდესაც ხელმძღვანელს პირადად ექვემდებარება ბევრი სამსახური და მიმართულება (8-9, ან კიდევ უფრო მეტი), ამას ძალიან ცუდი ეფექტი აქვს ორგანიზაციის საქმიანობაზე და საქმიანობის შედეგებზეც.
- თარიღი: July 10, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,651-ჯერ
რას ვითხოვთ თანამშრომლებისგან
თანამშრომლებმა თუ ზუსტად იციან რას ველით მათგან, რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი საქმიანობის შედეგებში, ისინი ბევრად უკეთესად მუშაობენ. სწორედ ცხადი და მკაფიო მოტივაციის სქემები ასტიმულირებს ადამიანების ძირითადად საქმიანობას და არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, რომელსაც მათ ამ სამუშაოს და შედეგების ნაცვლად ვპირდებით.
- თარიღი: July 9, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,367-ჯერ
ფოკუსის არსებობა ორგანიზაციებში
ჩვენ ვაკეთებთ ორგანიზაციულ სტრუქტურებს. ძალიან ბევრი გვეკითხება, რატომ არ ვაკეთებთ ბიზნეს გეგმებს, გაყიდვების გეგმებს და სხვა მრავალ პროექტს, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია, თუნდაც არც თუ ისე ცუდად. სრულად წაკითხვა »