თუ დაქვემდებარებულს ერთ, პერმანენტულ დავალებას მივცემთ, მას ყოველდღე ახალ-ახალი დავალებების მიცემა აღარ დასჭირდება. იგი გაცილებით ინიციატივიანი გახდება და თვითონ შეგვაწუხებს, როდესაც იდეები ექნება ან რაღაცაში დახმარება დასჭირდება. ჩვენი როლი მის მართვაში მისთვის სათანადო დროის დათმობა, ყურადღებით მოსმენა, საჭირო რესურსების გამოყოფა და სხვა მხარდაჭერის გაწევა იქნება მხოლოდ. დანარჩენს თვითონაც სიამოვნებით და ენერგიულად გააკეთებს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: August 25, 2015
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,067-ჯერ
ერთჯერადი და პერმანენტული დავალებები
რატომ აძლევს საზოგადოება ორგანიზაციებს არსებობის და განვითარების შესაძლებლობას
როდესაც პირველ პირს და უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ძალიან მოკლედ, ლაკონურად თქვან რა დანიშნულებას ასრულებს ორგანიზაცია, რისი კარგად შესრულებისთვისაც ის იღებს შემოსავალს, მოგებას და ზოგადად არსებობის და განვითარების უფლებას, როგორ შეძლებს ეს ორგანიზაცია რაციონალურად გამოიყენოს დრო და დანარჩენი რესურსები?
- თარიღი: July 22, 2015
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,606-ჯერ
სტრუქტურული ცვლილებების დადებითი და უარყოფითი შედეგები
ორგანიზაციულ სტრუქტურაში ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ცვლილებით ჩვენ აუცილებლად გამოვიწვევთ როგორც დადებით, ისე უარყოფით ცვლილებებს საქმიანობის შედეგებში.
მთავარია ის დადებითი შედეგი, რომელსაც ცვლილებით ვიღებთ იმ მომენტში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს ორგანიზაციისთვის, ვიდრე ის დანაკარგი, რომელსაც ამ ცვლილებით ორგანიზაცია განიცდის.
- თარიღი: July 21, 2015
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,831-ჯერ
რამდენად ახლოსაა და რამდენად შორსაა პირველი პირი რიგით თანამშრომლებთან
ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამას წინათ გვთხოვა – ისეთი სტრუქტურის გაკეთებაში დაგვეხმარეთ, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ჩემთან მოსვლა ნებისმიერი საკითხით ძალიან ადვილი იყოს, მაგრამ არავის ჩემთან მოსვლა არაფერში სჭირდებოდეს, ისე აკეთებდნენ ყველაფერსო. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: July 20, 2015
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 2
- წაკითხულია 2,267-ჯერ
რეორგანიზაციები და შტატების შემცირება
როდესაც ორგანიზაცია შტატებს ამცირებს ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს, არამედ იმასაც, რომ მენეჯმენტს წარმოდგენა არ აქვს ამ პრობლემებიდან ორგანიზაცია როგორ გამოიყვანოს. ანუ შტატების შემცირებას მენეჯმენტი ხშირად მაშინ იწყებს, როცა მას კრიზისიდან გამოყვანის ცხადი გეგმა არ აქვს.
- თარიღი: July 17, 2015
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,490-ჯერ
ამოწურვადი საქმისთვის შექმნილი პერმანენტული სტრუქტურული ერთეულები ძალიან ნელა მუშაობენ
როდესაც ერთჯერად ან ამოწურვად ამოცანაზე პერმანენტულ სტრუქტურულ ერთეულს ვქმნით, მზად უნდა ვიყოთ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არასოდეს დასრულდეს.
- თარიღი: July 14, 2015
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,820-ჯერ
რა უშლის ხელს სტრატეგიული ინფორმაციის წარმოქმნას და მოძრაობას ორგანიზაციაში
თუ სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია სწრაფად, შეფერხების და დამახინჯების გარეშე აღწევს უმაღლეს ხელმძღვანელამდე ორგანიზაცია ახერხებს დროული და ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღებასაც და მათ ცხოვრებაში უფრო სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებასაც.
- თარიღი: July 3, 2015
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,664-ჯერ
ვინ რაზე ფიქრობს, ვინ რას აკეთებს და ვის რა რესურსებზე აქვს წვდომა
სტრუქტურა განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანიზაციის სამი უმთავრესი რესურსის განაწილების ალგორითმს: ინტელექტის, ძალისხმევისა და ფულის. სტრუქტურაში ვის რა ამოცანაზე აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, ვის რა ფუნქცია აქვს დავალებული და ვის რა ძალაუფლება აქვს მინიჭებული, განსაზღვრავს სწორედ ამ სამი უმთავრესი რესურსის განაწილების სქემას.
- თარიღი: July 2, 2015
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,656-ჯერ
როდესაც თანამშრომლების ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების არ გვჯერა
ხელმძღვანელები ხშირად თვლიან, რომ დაქვემდებარებულებზე უკეთ შეუძლიათ გაიაზრონ საკითხი, ბევრად უკეთესი გამოსავალი იპოვონ სიტუაციიდან და უფრო მართებული გადაწყვეტილება მიიღონ. თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრ პრობლემას უქმნის ორგანიზაციებს და უამრავ შესაძლებლობას აკარგვინებს.
- თარიღი: June 26, 2015
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,460-ჯერ
როგორ გამოვიყენოთ უკეთ ორგანიზაციის ყველაზე მთავარი რესურსი
თანამშრომლებს შორის ამოცანების განაწილება ძალიან განსხვავდება ფუნქციების განაწილებისგან. ამოცანების განაწილება განსაზღვრავს ვინ რაზე ფიქრობს, ხოლო ფუნქციების – ვინ რას აკეთებს.
ორგანიზაციული მოწყობისას რაც უფრო სწორად გადაანაწილებს მენეჯმენტი ამოცანებს და არა ფუნქციებს თანამშრომლებს შორის, მით უფრო უკეთ შეძლებს მათი შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებას.