ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



თანამედროვე ორგანიზაციის აუცილებელი უნარი

დღევანდელ რეალობაში ორგანიზაციების მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სწრაფი ადაპტირების და ცვლილებების უნარი – ახალი პროდუქტების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: September 3, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,072-ჯერ

უფრო მეტი, ვიდრე კლიენტები ელიან

ორგანიზაციების სარეკლამო აქტივობები ძირითადად ზედმეტ, არარეალურ მოლოდინებს უქმნიან პოტენციურ მომხმარებლებს. საბოლოოდ შედეგი ერთია – მომხმარებელი ვერ იღებს იმას, რასაც ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ მიღებული პროდუქტი თუ სერვისი სულაც არ არის ცუდი, მაინც უკმაყოფილოა. სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების ტერიტორიული განლაგების მნიშვნელობა

პროცესების მიმდინარეობას შეიძლება დაეხმაროს ან ხელი შეუშალოს თანამშრომელთა განლაგებამ. ზოგადად პრაქტიკაში მიღებულია ერთი დეპარტამენტის, სამსახურის, მიმართულების თანამშრომლების ერთად განლაგება. ეს მართლაც საჭიროა, მათ შორის კომუნიკაციის აუცილებლობიდან გამომდინარე. სრულად წაკითხვა »

სტრუქტურაში ტოპ-გუნდზე ამოცანების გადანაწილება

სტრუქტურების მოწყობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. გთავაზობთ შემდეგ მიდგომას  ეფექტიანი დიზაინის შესაქმნელად: ძალიან ცხადად და კარგად გაიაზრეთ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი და პრიორიტეტული ამოცანები და გადაანაწილეთ ის ტოპ-მენეჯმენტის წევრებზე. ამასთან, დაუქვემდებარეთ ის რგოლები, რომლებიც აუცილებელია მათი ამოცანების განსახორციელებლად. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: July 5, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,439-ჯერ

სახელებად სტრუქტურულ ერთეულებს ამოცანები დაარქვით

ერთი-ერთი მარტივი და სასარგებლო ცვლილება, რაც შეიძლება სტრუქტურის ეფექტურობისთვის გაკეთდეს, ქვედანაყოფებისთვის სახელების სწორად დარქმევაა. თუ თითოეულ ქვედანაყოფს დავარქმევთ ამოცანის სახელს, რომელიც ამ ქვედანაყოფის წინაშე დგას, ამით მნიშვნელოვან და დადებით ზეგავლენად მოვახდენთ ამ ქვედანაყოფის მუშაობაზე.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 28, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,542-ჯერ

სტრუქტურის შესაბამისობის შესამოწმებლად

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტესტი, რომლითაც არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურობის შეფასება შეგიძლიათ, ორგანიზაციის მამოძრავებელი ფუნქციების და სტრუქტურის ერთმანეთთან კავშირია.

დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც თქვენმა ორგანიზაციამ დანიშნულების შესასრულებლად უნდა გადაჭრას, შემდეგ კი გაიხსენეთ: სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 21, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,418-ჯერ

გასვლითი ღონისძიებები

გასვლითი ღონისძიებები განსაკუთრებით დატვირთულია. ამ დროს ადამიანები უფრო გახსნილები, შინაურულები, მოტივირებულები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ღონისძიება ორგანიზაციის პრიორიტეტების დაზუსტებას, სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას ეხება.

სრულად წაკითხვა »

სისტემურად მოაზროვნე ლიდერები

ლიდერები, რომლებიც სისტემურად აზროვნებენ, გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთი ორგანიზაციული მანქანის შექმნას, რომელიც მათი ნაკლები ჩართულობის შემთხვევაშიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, არა მარტო ოპერაციული, არამედ განვითარების კუთხითაც.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 7, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 1,912-ჯერ

თანამშრომლეთა კმაყოფილების მენეჯერი

ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 70-ს აღემატება, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტში გაჩნდეს მკაფიო პასუხისმგებელი პირი, ვინც თანამშრომლების კმაყოფილებაზე იზრუნებს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 31, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,820-ჯერ

გააკეთეთ დისციპლინარული კომისია

საშუალო და მსხვილი ორგანიზაციებისთვის ძალიან ღირებული შეიძლება იყოს დისცილინარული კომისიის შექმნა და ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ყველა მნიშვნელოვან დისციპლინალურ “გადაცდომაზე” (როგორც დარღვევებზე ისე გამორჩეული დისციპლინირებულობის შემთხვევებზე) ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფას.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება