ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ტექნოლოგიების განვითარება

დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ტექნოლოგიების განვითარებას, ან ძალიან ძვირად ეჩვენებათ, ან ურჩევნიათ ისე აკეთონ ყველაფერი, როგორც მიჩვეულები არიან.

სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ხელმძღვანელს ორგანიგრამა

რაც უფრო ახლოს, გამოსაჩენ ადგილას ექნება ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავისი ორგანიზაციის სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა, მით უფრო მეტი შანსია, დაუკვირდეს სტრუქტურაში ჩადებულ ან მისაღებ გადაწყვეტილებებს, შეაფასოს რამდენად ასახავს ეს სტრუქტურა ორგანიზაციის პრიორიტეტებს და რამდენად ეხმარება ის მიზნების განხორციელებაში.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 10, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,634-ჯერ

დირექტორის მხარდამჭერი გუნდი

მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თუ თავისი მხარდამჭერი გუნდი ეყოლებოდა, ეს მისი საქმიანობის ეფექტურობას უფრო ხელს შეუწყობდა და მეორეს მხრივ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც გამოათავისუფლებდა დირექტორის ტექნიკური დავალებების შესრულებისგან.

სრულად წაკითხვა »

მსახურების მენტალიტეტი

რაც უფრო ნაკლებია ლიდერში სხვებისთვის მსახურების კომპონენტი, მით უფრო  ღარიბი და უფერული  სარგებლის შექმნა შეუძლია მისი გუნდის წევრებისთვის, მომხმარებლებისთვის.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 19, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,638-ჯერ

ხელმძღვანელების შეფასების მთავარი კრიტერიუმი

თანამედროვე ორგანიზაციებში, ხელმძღვანელების შეფასების მთავარი კრიტერიუმი და გამოწვევა გუნდის წევრების განვითარების დონეა, შედეგებზე პასუხისმგებლობა კი ეს უბრალო მოცემულობაა.

სრულად წაკითხვა »

სრული საოპერაციო ციკლი – ერთ სტრუქტურულ რგოლში

ძალიან ხშირად პროცესი გადანაწილებულია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებზე. მაგალითად , განვიხილოთ წარმოების პროცესი – ერთი პროდუქტის იდეაზე იღებს გადაწყვეტილებას, მეორე შესყიდვებს და მარაგებს მართავს, მესამე ამ პროდუქტს აწარმოებს, სხვა მიმართულება კი მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ დროს ძალიან ცხადი ამოცანები აქვთ მიმართულებებს და ხდება ადამიანებში კონკრეტული კომპეტენციების დაგროვება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 12, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 1,772-ჯერ

ადამიანები თუ სტრუქტურებს ვერ ერგებიან

რაც არ უნდა რთული გადაწყვეტილება იყოს, თუ ვხედავთ, რომ სტრუქტურული რედიზაინის შემდეგ გაჩნდნენ ადამიანები, შეიძლება ძალიან წარმატებულნიც, წინა სტრუქტურის პირობებში,  რომლებიც ახალ სტრუქტურას  ვერ კი არა , არ ეგუებიან, სჯობს შევთავაზოთ დატოვონ ორგანიზაცია, ვიდრე მივცეთ საშუალება სისტემის წინააღმდეგ, უფრო სწორად კომფორტის ზონის შენარჩუნებისთვის, იბრძოლონ.  სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 5, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,629-ჯერ

თმენის ვალდებულება

არის პერიოდები, როცა ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება თმენის ვალდებულება, რომელიც ისევ და ისევ ჩვენთვის და საერთო საქმისთვის არის სასარგებლო. კრიზისები, სტრესული სიტუაციები, რთული შემთხვევები, გადაუჭრელი პრობლემები მუშაობისას სწორედ ის პერიოდებია, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, ჩვენს გამოცდას ემსახურება და ამასთან არა აღელვებას, არამედ სიმშვიდესა და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 29, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,471-ჯერ

შეაქეთ ადამიანები მათ ხელმძღვანელებთან

თუ გსურთ მუშაკი განსაკუთრებულად წაახალისოთ, ნამუშევარი დაუფასოთ და გაუხმოვანოთ, შეაქეთ იგი ხელმძღვანელის წინაშე. ასეთ შექებას სულ სხვა ძალა აქვს: შექების ობიექტებს ორმაგი მოტივაციით ავსებს, თავად ხელმძღვანელებსაც ეხმარება თანამშრომლის შესახებ “პორტრეტის” ჩამოყალიბებაში და ჩვენც კარგ საქმეს გაგვაკეთებინებს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 22, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,474-ჯერ

ზრუნვა, როგორც მართვის კულტურა

ნებისმიერი ორგანიზაცია თავის დანიშნულებას მაშინ ასრულებს, თუ  მომხმარებლებზე ზრუნვა მთავარ ამოცანად აქვს გადაქცეული. რაც უფრო მცირდება ზრუნვის კომპონენტი მის საქმიანობაში, მით უფრო მცირდება ამ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა , ან კიდევ მახინჯდება და უფასურდება მისი საქმიანობა.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება