ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: August 31, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,357-ჯერ

როცა ვგრძნობთ რომ გეგმები ინერციით მიდის

როცა ვგრძნობთ გეგმები ინერციით მიდის, შესრულებული სამუშაოს ოდენობა მცირდება, ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია, ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი გზა გეგმების მართვის კულტურის გაჩენა და არსებობაა.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 30, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,257-ჯერ

გავხადოთ იმ თანამშრომლების მუშაობაც საინტერესო, ვისაც რუტინული საქმის კეთება უწევთ

ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს როგორ გახადო მუშაობა უფრო სასიამოვნო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოსაწყენ საქმეს ასრულებენ – ძალიან რუტინულს, ტექნიკურს, ნაკლებად შემოქმედებითს – დააკომპლექტეთ ამ ადამიანებისგან პატარა გუნდები და თითოეულს მიეცით პატარა, მაგრამ საინტერესო და თან კომპანიისთვის სასარგებლო ამოცანები გადასაწყვეტად. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი ნაპერწკალი, თუ ამას გააღვივებთ და მისი გამოყენებისთვის მცირე პირობებს შეუქმნით. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 27, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,383-ჯერ

სამი მთავარი კითხვა

სამი მთავარი კითხვა, რომლებსაც ხელმძღვანელები ძალიან ხშირად უნდა უსვამდნენ თანამშრომლებს: რა არის თქვენი მთავარი ამოცანები, რა გიშლით ხელს მათ გადაწყვეტაში, რით შემიძლია მე გავაადვილო მათი გადაწყვეტა.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 24, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,403-ჯერ

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი ხანდახან არის ის, რომ რასაც ვაკეთებთ დღის იმ მონაკვეთში არ ვაკეთებთ რა დროც უმჯობესია მის გასაკეთებელად.

სრულად წაკითხვა »

წიგნების ერთად მკითხველთა კლუბი

დასაქმებული ადამიანების უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული მისი კომპეტენციის ზრდისთვის რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული წიგნების კითხვას, თუმცა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ამისთვის დროის გამოყოფა. დაკავებულობა ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ ახალი წიგნის აღებას ვერ ვახერხებთ.

ერთ-ერთი მარტივი გზა, როგორ შეიძლება გავზარდოთ წელიწადში ჩვენთვის საჭირო და სასურველი წაკითხული პროფესიული წიგნების რაოდენობა არის, სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 17, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,281-ჯერ

თავისუფლება და კომპეტენციის ნდობა

ის რისი გაკეთებაც ჩვენს თანამშრომელს დაახლოებით ჩვენს მსგავსად გამოუვა, ჯობია მას  მივცეთ მისი კეთების თავისუფლება. ამ გადაწყვეტილებას ორი ძირითადი დადებითი ეფექტი ახლავს თან: სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 16, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,438-ჯერ

უკუკავშირის მიღების ერთი გზა

როცა ჩვენი უშუალო ან არაუშუალოდ დაქვემდებარებული ხელმძღვანელისგან გვსურს უკუკავშირის მიღება ჩვენს საქმიანობაზე და ამის ფორმალიზებული ფორმა არ არსებობს ორგანიზაციაში, ან არსებული არ გვაკმაყოფილებს, ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან ქმედითი გზაა ვთხოვოთ, მივწეროთ მას, რომ გამოყოს მცირე დრო ჩვენთვის, როცა ამის საშუალება ექნება და მოგვწეროს: სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 14, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,488-ჯერ

ერთი პრინციპი

თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს მუშაობის სწორ ორიენტირებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებაში. სრულად წაკითხვა »

მსუბუქი ქცევის ხელმძღვანელები

არიან მენეჯერები, რომლებიც ძალიან ადვილად ექცევიან ადამიანების გავლენის ქვეშ. ვინც ელაპარაკება მის არგუმენტებს და ინფორმაციას განსჯის გარეშე იღებენ, ადვილად ეთანხმებიან მოსაუბრეს და რაღაც დროის განმავლობაში, სანამ სხვა რაღაც სხვას არ ეტყვით, მის ხედვებსაც იზიარებენ.

ასეთ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია, ვინაიდან ისინი ძალინ ხშირად იცვლიან აზრს, დღეს ერთს ლაპარაკობენ ხვალ სხვას, დღეს ერთს გავალებენ ხვალ სხვა რაღაცას გთხოვენ და რაც უნდა გააკეთო ხშირად მაინც უკმაყოფილოები არიან.

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელის დრო

როდესაც ხელმძღვანელი ამბობს, ძალიან დაკავებულია და დრო არ აქვს ამა თუ იმ რაღაცის გასაკეთებელად ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე მისთვის საკმარისად პრიორიტეტული არ არის. თუ გვინდა, მისი დრო მოვიპოვოთ, ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – დავუსაბუთოთ მას ამ საქმის გაკეთების მნიშვნელობა.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება