დღეს, როდესაც ბანკებისთვის დაკრედიტების ადრინდელი პოლიტიკა და მიდგომები ფაქტიურად აღარ მუშაობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უძრავი ქონება, როგორც მთავარი უზრუნველყოფის რეალიზაცია ძალიან გართულებულია და ღირებულებაც უკიდურესად შემცირებული, ბანკებისათვის აქტუალური ხდება კითხვა – როგორ გაზარდონ საკრედიტო პორტფელი ისე, რომ მნიშვნელოვნად არ იმატოს სესხების დაბრუნებასთან დაკავშირებულმა რისკებმა.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
რა შეიძლება იყოს კიდევ ერთი გზა ახალი მანქანების გასაყიდად
ახლა, როცა კატასტროფულად არის შემცირებული ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც მარტოს შეუძლია ახალი ავტომანქანის ყიდვა უფრო საინტერესო ხდება გაყიდვის ერთობლივი ფორმა. დიახ, ბევრი ადამიანი გააკეთებს ამას. ქორწილი კი ერთ ერთი საუკეთესო მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი, შესყიდვისათვის.
რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვით გამოწვეული მსხვერპლი?
აღდგომის დღესასწაულზე მძიმე ავარია მოხდა ჩემს უბანში. სამი ადამიანი დაიღუპა. ამბობენ ნასვამი იყო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. ამასწინათ ერთ ჟურნალს წავაწყდი სახლში, სადაც ავტოკატასტროფის სტატისტიკა ვნახე. მიზეზთა 40%-ზე მეტში ალკოჰოლია დასახელებული. პირველად, ჩემი ავტომობილით ავტოავარიაში რომ მოვყევი, ნასვამი ვიყავი და სიჩქარის გადაჭარბების გამო წყნეთის გზაზე ამოვტრიალდი. მანქანა ჯართში ჩავაბარე. მადლობა ღმერთს მე და ჩემი მგზავრი უვნებელნი დავრჩით.
რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ამას, ან მინიმუმამდე მაინც დავიდეს ალკოჰოლის მსხვერპლთა რაოდენობა ? სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ ფარმაცევტულ კომპანიებს პარაფარმაციის მიმართულების განვითარება
ამ ბოლო დროს ფარმაცევტული კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პარაფარმაციის მიმართულების განვითარებას. მოსახლეობაში შემოსავლების მატება მოთხოვნას ზრდის თავის მოვლის ძვირ და ხარისხიან საშუალებებზე. შესაბამისად ეს მიმართულებაც შედარებით აქტიურად ვითარდება და იაფ, ცნობილ მწარმოებლებს სულ უფრო ჩაენაცვლებიან შედარებით ძვირი, ექსკლუზიური, კონკრეტულ პრობლემებეზე მიმართული თავის მოვლის საშუალებები. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ ბეტონის მსხვილ მწარმოებლებს გაყიდვების გაზრდა
მშენებლობების შემცირებამ ბუნებრივად გამოიწვია ბეტონზე მოთხოვნის შემცირებაც. შესაბამისად ყველა შესაძლებლობის გამოყენება გაყიდვების მოცულობების მაქსიმალური შენარჩუნებისათის აქტუალური გახდა ბეტონოს ყველა დიდი მწარმოებლისთვის. სამი რამ არის მნიშვნელოვანი დღეს ამ ბაზაზე, ჩვენი აზრით :
ა) საინფორმაციო ნაკადების აწყობა ისე, რომ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოდიოდეს მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ;
ბ) უფრო აქტიური მუშაობა დამკვეთებთან და არა შემსრულებლებთან, მათი დარწმუნება, მოითხოვონ შემსრულებლისგან სწორედ მისი ბეტონის ჩასხმა;
გ) ბეტონზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება ისეთი პროექტების ორგანიზებით, რომელიც განსაკუთრებით ბევრ ბეტონს მოიხმარს.
როგორ შეუძლია მრავალფილიალიან ბანკს გაზარდოს ლოიალური კლიენტების რიცხვი და უფრო აქტიური გახადოს ფილიალებიც
ფილიალების ქსელის უფრო აქტურად დასატვირთად, საოპერაციო შემოსავლების გასაზრდელად, ლოიალური კლიენტების რაოდენობის ზრდისა და მათი ლოიალურობის ასამაღლებლად კარგი გზა შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული კლიენტების კონკრეტულ ფილიალებთან უფრო აქტიური დაკავშირების სტიმულირება. სრულად წაკითხვა »
როგორი შეიძლება იყოს “დედის ანაბარი” -სპეციალური საბანკო პროდუქტი დიასახლისებისათვის
დიასახლისები (დედები, რომლებსაც ოჯახის მოვლის გარდა სხვა სამსახური არ აქვთ), რომლებიც თბილისში და მთლიანად საქართველოში მრავალი ათეული ათასია, მათ ერთ ერთ მნიშვნელოვან საქმედ, სხვადასხვა მიზნობრიობით, ფულის დაზოგვას მიიჩნევენ. ამას ისინი მეტ ნაკლები წარმატებით ახერხებენ მეუღლეების მიერ მათთვის სხვადასხვა საყიდლებისათვის მიცემული ფულიდან. სრულად წაკითხვა »
ბიზნესის რა ახალი მიმართულება შეიძლება იყოს საინტერესო ფარმაცევტული კომპანიებისთვის
ფარმაცევტული ბაზრის ლიდერები აქტიურად უსვამენ ხაზს იმ გარემობას, რომ მათი მისია კლიენტების ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვაა. და თუ ისინი მართლაც ფიქრობენ, რომ ეს მათი მთავარი დანიშნულებაა მაშინ არსებობს ბიზნესის ახალი მიმართულება, რომელსაც მათთვის 20-25 000 მდე ლოიალური კლიენტი ოჯახის დამატება და წლიურად 4 მილიონამდე შემოსავლების გაზრდა შეუძლია მხოლოდ ამ ბიზნესიდან (კლიენტების მატება და მათი ლოიალობის გაზრდა ხომ თავის მხრივაც გაზრდის გაყიდვებს)
როგორ შეუძლია საავტომობილო კომპანიას გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და ყოველთვიური შემოსავლებიც
თუ საავტომობილო კომპანია მანქანების მეპატრონეებს შესთავაზებს გაერთიანდნენ სპეციალურ ავტოკლუბში, სადაც ყოველთვიური მცირე თანხის სანაცვლოდ (მაგ.:20 ლარი) მიიღებენ მთელ რიგ მომსახურებებს უფასოდ, ფასდაკლებებს სათადარიგო ნაწილებზე და ავტოსერვისებზე შეძლებს გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და მნიშვნელოვანი დამატებითი ყოველთვიური შემოსავლებიც მიიღოს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ ავტოდილერებს გაზარდონ ახალი მანქანების გაყიდვები ამხანაგური სალაროების მეშვეობით
თუ ავტოდილერები მათი მოდელების ყიდვის მსურველებს შორის ამხანაგური სალაროს ფორმირების ორგანიზებას გააკეთებენ ამით სავარაუდოდ გაზრდიან ახალი ავტომობილების გაყიდვებს. სრულად წაკითხვა »