ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



პირადი კაპიტალის დაგროვება

3 რამ არის, რის დაგროვებას და ზრდას აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალყური და მივისწრაფოდეთ მისი გაუმჯობესებისკენ, თუ გვინდა, რომ ერთ ადგილას არ  გავიყინოთ ცხოვრებაში. სრულად წაკითხვა »

ხელფასის მატების ცხადი პრინციპი

თუ თანამშრომლებს ვეტყვით ცხად სქემას, რა შემთხვევაში და როგორ გაიზრდება მათი ფიქსირებული ანაზღაურება, რა უნდა გააკეთონ მათ ამისთვის და რას უნდა მიაღწიოს ორგანიზაციამ, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, ისინი ბევრად უფრო მოტივირებულები, მიზანმიმართულები და თანმიმდევრულები გახდებიან.

სრულად წაკითხვა »

რისკების მართვა

ასეთ ცვალებადსა და ტრანსფორმირებად გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებს შეეძლოთ უარყოფითი რისკების ეფექტური მართვა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი ვერ იქნება ცხადი და ნეიტრალიზებული, მაგრამ თუ ორგანიზაციაში იარსებებს რისკების მართვის მექანიზმი, რეალიზებული რისკებით გამოწვეული ზარალი გაცილებით მცირე იქნება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 28, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,363-ჯერ

წლის ბოლო დღეს

წლის ბოლო სამუშაო დღე ყოველთვის განსაკუთრებით დატვირთულია, ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები, დასამთავრებელი, შესათანხმებელი. თუმცა ამ დიდ ორომტრიალში ის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მოვასწროთ,არის ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად წლის შედეგების შეჯამება. სრულად წაკითხვა »

თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ გააკეთე ის შენ თვითონ

ამ ცდუნებაზე, რომელზეც  მენეჯერების უმრავლესობა უარს ვერ ამბობს, ხშირ შემთხვევაში ამით აზიანებს საკუთარ თავსაც, თავის დაქვემდებარებულებსაც და აი, რატომ:

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელების აქტივობა შეხვედრებზე

ხელმძღვანელს შეუძლია შეხვედრებზე დაასტიმულიროს ბევრი საინტერესო იდეის გენერირება,მიაღწიოს აქტიურ მსჯელობას, საკუთარი აზრის გამოხატვას და ამით მოახდინოს გადაწყვეტილებების ეფექტიანობის ამაღლება, ან პირიქით – დათრგუნოს სხვები, გაუქროს საერთოდ რაიმეს თქმის (და მითუმეტეს რაიმე ახლის ან განსხვავებულის გამოთქმის) სურვილი. სრულად წაკითხვა »

არასწორი ორგანიზაციული სტრუქტურის უარყოფითი გავლენა ადამიანების ქცევაზე

როგორი კარგად და სწორად გაკეთებულიც არ უნდა იყოს სტრუქტურა, მასში მომუშავეებს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა, არასწორ სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ძალიან ადვილად შეუძლია ზედაპირზე ამოიტანოს ადამიანების უარყოფითი თვისებები, დადებითები დაჩრდილოს, ან დათრგუნოს კიდეც და ყველაზე ცუდი რაკურსით დაგვანახოს ისინი.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 21, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,274-ჯერ

კითხვები, პასუხები რომ გვჭირდება

ნებისმიერი საქმის დაწყების წინ, განსაკუთრებით კი ისეთების, რომელთა განხორციელებაც ჩვენგან მაქსიმალურ კონცეტრირებას  და ძალისხმევას მოითხოვს, თუ ვეცდებოდით, რომ მასთან დაკავშირებული მაქსიმალურად ყველა პასუხგასაცემი კითხვა ჩამოგვეწერა, ძალიან დავეხმარებოდით საქმეს სრულყოფილად შესრულებაში. სრულად წაკითხვა »

დებულებების გაცოცხლება

თუ როგორც შეიძლება ვაქიოთ დებულებები უფრო ქმედით ინსტრუმენტად, არის დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები ძალიან ხშირად ჩაიხედავენ, ზედმიწევნით შეეცდებიან მისი შემადგენელი კომპონენტების დაცვას.  ამით, ერთგვარად, მთავარ საქმეზე თავიანთ ყოველდღიურ კონცენტრირებას გაიიოლებენ, არის ყოველკვარტალური ანგარიშგების სისტემის შემოღება. იქ ისინი, ზუსტად დებულების მიხედვით განსაზღვრული პუნქტების შესრულებაზე შეფასდებიან.

სრულად წაკითხვა »

კარგ და ჩვეულებრივ ორგანიზაციებს შორის განსხვავება

ჩვეულებრივ ორგანიზაციებში თუ ინიციატივების მთავარი ნაწილი ზემოდან მოდის და თავად მენეჯმენტის დიდი ძალისხმევისა და ნებისყოფის ხარჯზე ხორციელდება, კარგ ორგანიზაციებში მათ განხორციელებას მენეჯმენტისგან მხოლოდ სწორი გადარჩევა, აქტუალობის მიხედვით რანჟირება და ადეკვატური მხარდაჭერა სჭირდება.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება