ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ფოკუსირება ბაზარზე თუ საკუთარ სიმძლავრეებზე

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ სიმძლავრეებზე არიან ორიენტირებულები: ქმნიან იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან, რისი უნარებიც აქვთ. ასეთ შემთხვევაში მართლაც დიდია შანსი იმისა, რომ შექმნა კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ სერვისი. სრულად წაკითხვა »

მეორე პირობის სინდრომი

როდესაც ორგანიზაციას გამორჩეული მეორე პირი ჰყავს, რომელიც შიდა ურთიერთობებში ფაქტობრივად მთლიანად ცვლის ხელმძღვანელს, ორგანიზაცია დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც უმაღლესმა მენეჯერმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 14, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,364-ჯერ

შეუსრულებელი მისიები

არის შემთხვევები, როცა დაჟინებული მტკიცება იმის თაობაზე, რომ ოღონდ ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერს შეძლებდა გადაჭარბებულია ხოლმე.  ადამიანების განუზომელი შესაძლებლობების მიუხედავად არსებობენ ტვირთები, რომელთა აწევა გარკვეულ პერიოდსა და გარემოებებში შეუძლებელია. ამ დროს მთელი მოხერხება სწორად მიღებულ გადაწყვეტილებაშია – პასუხისმგებლობის აღებამდე ობიექტურად შევაფასოთ მისი სიმძიმე და შემდეგ დავთანხმდეთ მის შესრულებას.

სრულად წაკითხვა »

რატომ დელეგირება

ყველაზე მთავარი დადებითი მხარეები, რაც დელეგირებას მოაქვს და რატომაც არ უნდა დაიხიონ ხელმძღვანელებმა უკან არის ის, რომ მათ ამის კეთება დღეს ბევრად უკეთ გამოსდით. ესენია:

დროის უფრო ეფექტურად გამოყენება სრულად წაკითხვა »

როდესაც სტრუქტურა არ შეესაბამება სტრატეგიას

თუ თქვენ გრძნობთ, რომ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვან ამოცანაზე გინდათ გასცეთ დავალება, მაგრამ არ იცით ვის დაავალოთ, ან როდესაც ავალებთ, მაგრამ ისინი ამ დავალების შესასრულებლად ვერაფრით იცლიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სტრუქტურა აღარ შეესაბამება სტრატეგიას და მას სასწრაფოდ გადახედვა სჭირდება.

სრულად წაკითხვა »

თქვენი როლი ორგანიზაციაში

ყველა ჩვენგანი გარკვეულ როლს, ფუქციას ვასრულებთ ორგანიზაციაში, თუმცა ხშირად გაუაზრებლად, რის გამოც გაცილებით ნაკლებს ვაკეთებთ, ვიდრე რეალურად შეგვიძლია, ვინაიდან ბევრ უმნიშვნელო საკითხს ვეხებით და ვხარჯავთ დროს. სრულად წაკითხვა »

ბრძოლა სტრუქტურებით

რა განსხვავებულ საკითხებზე იქნება მიმართული საკადრო რესურსების ყურადღება და ძალისხმევა, რა განსხვავება იქნება კონკურენტი კომპანიების სტრუქტურულ მოწყობას შორის, სულ უფრო მეტად განსაზღვრავს კონკურენტებს შორის ბრძოლის შედეგებს.

სრულად წაკითხვა »

პირადი და საერთო მიზნების კოჰაბიტაცია

რაც უფრო მაღალია თანამშრომლებზე წნეხი ორგანიზაციის საერთო მიზნის შესრულებაზე და ამის პარალელურად იგნორირებულია მათი პირადი მიზნები, მით უფრო ნაკლებია საერთო მიზნების წარმატებულად რეალიზების  ალბათობა. ეს ალბათობა მაშინაც კლებულობს, როცა ორგანიზაციების მიზნებთან შედარებით, თანამშრომლების მოტივაცია და შესაძლებლობები პირადი ინტერესების გატარებაზე გადაჭარბებულია. სრულად წაკითხვა »

რა არის თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი

ძირითადად სამი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას. ორგანიზაციის ამოცანაა, იცოდეს სამივე მათგანი, ჰქონდეს დროში განსაზღვრული პრიორიტეტები – მათ შორის რაზე აკეთებს აქცენტს და სამივეზე ჰყავდეს გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი, რგოლი სტრუქტურაში (შესაბამისი რანგით), რომელიც მუდმივად იზრუნებს ამოცანის გადაჭრაზე. ეს ფაქტორებია: სრულად წაკითხვა »

სწორი სტრუქტურული ცვლილებებისათვის საჭირო სამი აუცილებელი წინაპირობა

ორგანიზაციულ სტრუქტურაში სწორი ცვლილებები რომ მოახდინო სამი აუცილებელი წინაპირობაა ამისათვის საჭირო: ძალიან ცხადად უნდა გესმოდეს ორგანიზაციის პრიორიტეტები, დეტალურად უნდა გქონდეს გააზრებული მინიმუმ 5-7 ყველაზე მთავარი პროცესი და საკმარისად კარგად უნდა გქონდეს გაანალიზებული მენეჯერების პოტენციალი, როგორც უმაღლეს, ისე საშუალო რგოლის დონეზე. ამ სამი პირობის გარეშე განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები უფრო უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაციისათვის, ვიდრე დადებითი.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება