ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: November 16, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 11,493-ჯერ

შრომის სიყვარული

როგორც ერთ ღამეში ნასწავლი უმაღლეს შედეგს არ იძლევა გამოცდაზე, ასევე არათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომის სიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია. იგი ძალისხმევის სწორად განაწილებას და მუდმივ თავდადებას გულისხმობს. სრულად წაკითხვა »

დაპირდით ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად რაღაც საინტერესოს გაუზიარებთ

თუ გსურთ, ყოველდღიურად ეცნობოდეთ სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროში, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ან ორგანიზებულობა გაკლიათ, გთავაზობთ, იპოვეთ თქვენს გარშემო ადამიანები (2-3), რომელთაც მსგავსი ინტერესის სფერო აქვთ. შეკარით გუნდი და მიეცით პირობა ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად (დღეში ერთხელ), ერთმანეთს იმეილზე ერთ საინტერესო “ლინკს” გაუზიარებთ. ეს შეიძლება იყოს სტატია, ვიდეო, კომენტარი, თემა ფორუმზე, შეიძლება სიმღერა იყოს, ან სულაც სურათი. სრულად წაკითხვა »

თანამშრომელთა მთავარი მოტივატორები

სამი რამ ხდის ადამიანებს სამსახურში მოტივირებულებს ყველაზე მეტად: ცხადი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან გადაწყვეტილების მიღების უფლების სრულად დელეგირება მასზე,  საკმარისი ყურადღება და მხარდაჭერა ხელმძღვანელებისაგან. თუ სამივე პირობა სრულდება ადამიანები ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

სრულად წაკითხვა »

სწავლებადი ორგანიზაცია

უწოდებენ ისეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომელიც ორიენტირებულია მისი წევრების სწავლებაზე და მუდმივად ახდენს საკუთარი თავის ტრანსფორმაციას. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: November 9, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,269-ჯერ

ღირებულება ღირებულების წილ

ხშირად რომ გვქონდეს განწყობა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის გვეგრძნობინებინა რამდენად ღირებულნი არიან ჩვენი ორგანიზაციისთვის, მით უფრო მეტი ღირებულების შექმნაში დავეხარმარებოდით მათ. სრულად წაკითხვა »

რაპორტინგის სისტემის სასარგებლოდ

სამი ყველაზე მთავარი სარგებელი შეიძლება გამოვყოთ, რაც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხრიდან წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშების მომზადებას მოაქვს და რის გამოც, თუ ის დღეს არ აქვთ, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ სისტემის შემოღებაზე სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: November 7, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,350-ჯერ

დღის ხალისიანად დაგეგმვა

საქმიანობების დაგეგმვა რომ მნიშვნელოვანია, ამ მოსაზრებას, თითქმის ყველა ეთანხმება, თუმცა თუ საკუთარი დღის გეგმების გაკეთებას ხალისიანად მივუდგებით და ვინმეს, თუნდაც კოლეგას ან მეგობარს ვთხოვთ დღის ბოლოს გადახედოს თუ რამდენად კარგად შევასრულეთ ჩვენი შედგენილი გეგმა, ერთი შეხედვით, გეგმებისგან თავის არიდების მოტივიც გაგვიქრება, თუ კი ამას მივაღწიეთ მაშინ უფრო მეტის მოსწრებას უფრო ხალისიანად შევძლებთ.

  1. სრულად წაკითხვა »

უკუკავშირის ძალა

უკუკავშირს რადიკალურად შეუძლია გაზარდოს თანამშრომლის მოტივაცია, მონდომება და პასუხისმგებლობის გრძნობა, თუ ის სწორი შინაარსით, სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და სწორი ფორმით იქნება მიწოდებული. სრულად წაკითხვა »

ცხადი პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდა

ადამიანებს პროფესიულად ყველაზე უკეთ პასუხისმგებლობა ზრდის. სანამ ისინი პასუხისმგებლობას იგძრნობენ, შედარებით ნელა ვითარდებიან, მაგრამ, როგორც კი მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა გაიზრდება, ან ცხადი გახდება, ისინი მეტს ფიქრობენ რა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებასაც მეტ დროს უთმობენ და, შესაბამისად, ბევრად უფრო სწრაფად იწყებენ განვითარებას.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: November 2, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,256-ჯერ

სისტემა კულტურის გარეშე

რაც არ უნდა მაგარი სისტემა ან სტრუქტურა ავაგოთ, კარგად ჩამოყალიბებული და გათავისებული კულტურის გარეშე, გრძელვადიან პერიოდში, ეს სისტემა განწირულია არაეფექტურად ფუნქციონირებისკენ. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება