როცა გვგონია, რომ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ხელმძღვანელი ჩვენთან საკითხის განხილვას დიდი ხნის განმავლობაში, ზედიზედ რამდენჯერმე დებს, არ გვპასუხობს მეილებზე, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავბრაზდეთ, არ უნდა გავუნაწყენდეთ და მითუმეტეს არ უნდა ვაგრძნობინოთ მას ეს, რაც არ უნდა მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყოს ჩვენთვის მისი მოუცლელობა. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: October 31, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,208-ჯერ
მმართველი გუნდის წევრების პროდუქტიულობა
ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრების პროდუქტიულობა, მათი მონდომება, ერთმანეთთან კოორდინაცია და თანმიმდევრულობა მოქმედებებში, დანარჩენი თანამშრომლებისა და მთლიანად ორგანიზაციის პროდუქტიულობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
- თარიღი: October 30, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,350-ჯერ
რა არ უნდა დაუმალოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს
ორგანიზაციის წარმატება და წარუმატებლობა არის ის ორი რამ, რის შესახებაც თანამშრომლები აუცილებლად მათი ხელმძღვანელისგან უნდა იგებდნენ. ხშირად ეს ასე არ ხდება, თანამშრომლები ამის შესახებ სხვებისგან და გვიან იგებენ, რაც მათ განწყობასა და დამოკიდებულებაზე უარყოფითად აისახება:
მოლოდინებით დამდგარი რეალობა
უმეტესწილად, რაც უფრო ზომიერი და მოკრძალებულია მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო კარგი და მისაღებია სხვებისთვის ჩვენი საქმის შესრულების შედეგად დამდგარი რეალობა და პირიქით, რაც უფრო მეტია და ამბიციური მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო ნაკლებად მიახლოებულია ჩვენი შესრულებული საქმისგან დამდგარი რეალობა მანამდე წარმოდგენილ შედეგებთან.
სინამდვილეში კი რეალობა ზუსტად ერთიდაიგივია, კმაყოფილების ხარისხია განსხვავებული. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: October 25, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,320-ჯერ
რაც თანამშრომლებმა მკაფიოდ უნდა იცოდნენ
სამი უმთავრესი საკითხია, რაც ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის ძალიან ცხადი უნდა იყოს, თუ გვინდა რომ გავზარდოთ დასახული მიზნის მიღწევის ალბათობა, თუ გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლები კოორდინირებულად და მიზანმიმართულად მუშაობდნენ. მნიშვნელოვანია სამივე და არა მხოლოდ რომელიმე ამ სამიდან. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: October 23, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,198-ჯერ
უკუკავშირი კლიენტთან
ის, რომ კლიენტებს ყველაზე ობიექტური შეხედულებები გააჩნიათ ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებებზე, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. თუ ამ ინფორმაციას “ჩავიგდებთ ხელში”, შევძლებთ აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონთ კლიენტებს, შევძლებთ დავინახოთ გაუმჯობესების შესაძლებლობები და სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი პროდუქტები/სერვისები.
- თარიღი: October 22, 2012
- კატეგორია: ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,401-ჯერ
მენეჯმენტი ერთ ოთახში
განსაკუთრებით კრიზისების დროს, თუმცა მშვიდობიან პერიოდშიც, ორგანიზაციის მართვისათვის ბევრად უფრო უკეთესი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ტოპ-მენეჯმენტის მთელი შემადგენლობა, თვითონ ტოპ–მენეჯერის ჩათვლით, სამუშაოდ ერთ დიდ ოთახში გადავა. პირად კაბინეტებს კი ისინი თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისათვის გამოიყენებენ. სრულად წაკითხვა »
ანგარიშვალდებულების გაზიარება
რაც უფრო მეტი აქვს ხელმძღვანელს საფიქრალი და მის გარდა, მათზე რაც ნაკლები ანგარიშვალდებული პირი არსებობს, მით ნაკლებია შანსი, ეს საკითხები მოგვარდეს.
- თარიღი: October 18, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 10,133-ჯერ
გაყიდვების ზრდის ამოცანის გადაჭრის ერთი გზა
თუ დაგვავალეს მოვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ გაყიდვების მოცულობა, ეს ამოცანა სამ პატარა ამოცანად უნდა დავშალოთ. მათ შორის პრიორიტეტები გავაკეთოთ, გადაწყვეტის გზები დავამუშაოთ და გაყიდვების გაზრდის ამოცანაც გადაჭრილი გვექნება. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: October 17, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 7,654-ჯერ
წინამორბედის კრიტიკა თუ დამსახურების აღიარება
წინამორბედის დამსახურებების აღიარება, მორალურთან ერთად, რაციონალურადაც უფრო კარგ სასტარტო პოზიციას აძლევს ახალ ლიდერს, ვიდრე მისი კრიტიკა და შეურაცხყოფა.