ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ჩვენი საქმიანობის მოტივი სხვისთვის სიხარულის მინიჭება რომ იყოს

ისე თუ ვიფიქრებთდა ვიმუშავებთ, რომ სიხარული მივანიჭოთ სხვას, ყოველდღიურად, ჩვენი მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, უფრო მეტი კმაყოფილი თანამშრომელი, თუ კლიენტი გვეყოლება და უფრო მეტი სარგებლის შექმნასაც შევძლებთ.
სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: September 26, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 2,854-ჯერ

ჯვარედინი გაყიდვების გასააქტიურებლად

თუ ჯვარედინი გაყიდვების გააქტიურებაზე ფიქრობთ, ან თქვენს ორგანიზაციაში მისი ეფექტიანობა გაწუხებთ, გადაამოწმეთ რამდენად აქვს თქვენს  პერსონალს საჭირო ინფორმაცია, შესაბამისი აღჭურვილობა და სათანადო მოტივაცია გაყიდვების საწარმოებლად.

სრულად წაკითხვა »

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის

როდესაც ვაკანსიასთან დაკავშირებულ გიბარებენ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მომზადება გასაუბრებისათვის, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამისათვის დიდი დრო არ დაგეხარჯებათ, უბრალოდ რამდენიმე საკითხი გაითვალისწინეთ: სრულად წაკითხვა »

ლიდერობის განვითარების მენეჯერი

თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში იზრდება ისეთი ლიდერების საჭიროება, ვისაც, პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად, თანამშრომლებთან ურთიერთობების კომპეტენციებიც ექნებათ და შეეძლებათ მართონ კადრები ისე, რომ ყოველდღიურად გაზარდონ თითოეულის ღირებულება ორგანიზაციისთვის, ამის ერთ-ერთი საშუალება სტრუქტურაში ლიდერობის განვითარების მენეჯერის პოზიციის გაჩენაა.

სრულად წაკითხვა »

“ორშაბათის თათბირები”

“ორშაბათის თათბირები” – ეს ტერმინი ჩვენთან უკვე ძალიან ბევრ ორგანიზაციაში დამკვიდრდა. მისასალმებელია, რომ გუნდის წევრები სამუშაო კვირას შეკრებით და სამუშაოების დაგეგმვით იწყებენ, მაგრამ აქ ორი მთავარი პრინციპი უნდა დავიცვათ, თუ გვინდა, რომ ეს შეხვედრები მართლა შედეგიანი იყოს. სრულად წაკითხვა »

გუნდური მოტივაცია საერთო მიზანზე

ყველა ორგანიზაციას აქვს მიზანი, რომლის მიღწევისათვის მას უღირს ყველა თანამშრომელს მინიმუმ ორი ხელფასი გადაუხადოს, პრემიის სახით.

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელის მთავარი მტერი

ალბათ არაფერი ისე არ უშლის ხელმძღვანელს წარმატების მიღწევაში ხელს, როგორც საკუთარი პატივმოყვარეობა. ეს გრძნობა აფერხებს მენეჯერს ჰკითხოს თანამშრომლებს აზრი, როცა არ იცის, როგორ მოიქცეს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: September 14, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,268-ჯერ

გაუთავებელი შეხვედრები

როცა ხედავთ, რომ თქვენი კოლეგები სამუშაო დღის დიდ ნაწილს ორგანიზაციის შიდა შეხვედრებში ატარებენ, თან ატყობთ, რომ შეხვედრების ხანგრძლივობა ნელ-ნელ იზრდება, ხოლო შედეგიანობა კი იკლებს, დაიწყეთ:

სრულად წაკითხვა »

“პატარა სიხარულები”

ერთ დღესაც შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა კომპანიის, ან დეპარტამენტის ყველაზე გამორჩეულ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს ყურები აქვთ ჩამოყრილი? გინდათ, რომ მარტივად და სწრაფად შეცვალოთ ეს? მაშინ თუნდაც მცირე, მაგრამ ინდივიდუალური ჟესტებით აგრძნობინეთ რა ძვირფასები არიან ისინი ორგანიზაციისთვის. ამისთვის კი “პატარა სიხარულების” მეთოდი გამოიყენეთ. სრულად წაკითხვა »

რისი დელეგირება არ უნდა მოახდინოს ლიდერმა

ადამიანების სწორად შერჩევა არის ის საქმე, რომელზეც ყოველი ლიდერი უნდა ხარჯავდეს საკუთარ რესურსს, ვინაიდან მისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის, დივიზიონისა თუ დანაყოფის წარმატება უპირველესად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი თანამშრომლები ჰყავს მას.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება