ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: October 30, 2013
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,155-ჯერ

მენეჯერების ორი ცუდი თვისება

მენეჯერებს ძალიან ხშირად აქვთ ჩვევა თუ თვისება გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდეთ საკუთარ უნარებზე და შესაძლებლობებზე, ასევე ძალიან ხშირად ისინი ბევრად ნაკლებად აფასებენ საკუთარი ქვეშევრდომის უნარებს და შესაძლებლობებს იმასთან შედარებით ვიდრე ეს უკანასკნელნი ამას რეალურად იმსახურებენ.

სრულად წაკითხვა »

არასრულფასოვანი იერარქიის პრობლემები

ხშირად მზარდ ორგანიზაციაში პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჩნდებიან შუა რგოლის მენეჯერები და მათზე ხდება გარკვეული ფუნქციების, მაგრამ არა ამოცანების დელეგირება. სრულად წაკითხვა »

პრობლემების წერტილოვანი გადაწყვეტა

როდესაც ორგანიზაციაში რაიმე სახის პრობლემა ჩნდება, მიმართავენ ძალისხმევას: ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამუშავებენ სხვადასხვა მეთოდებსა და გზებს მის აღმოსაფხვრელად, თუმცა, ხშირად ეს ყველაფერი უშედეგოდ მთავრდება. სრულად წაკითხვა »

ფინანსური დირექტორები და სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერა

ხშირად, როდესაც ფინანსურ დირექტორს სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს უქვემდებარებენ, ეს სამსახური გაუმართლებელ ეკონომიაზე ხდება ორიენტირებული. ამასთან მათთვის მიცემული შეკვეთების და დავალებების დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებას იწყებს.

სრულად წაკითხვა »

როგორ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი პარალელურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებთან ერთად

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოშო ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი ძალიან დაბალია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ამ პრობლემის დასაძლევად შასაძლებელია და, ვფიქრობ, აუცილებელიც ორი ნაბიჯის გადადგმა: 1. პროექტირებაზე ტენდერების ნაცვლად კონკურსების წესის დანერგვა და 2. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილებების შექმნა სხვადასხვა სამინისტროებში. სრულად წაკითხვა »

სტრუქტურის არაადექვატურობის მარტივი ტესტი

როდესაც უმაღლესი მენეჯერის წინაშე დგას ერთი ან რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელთან დაკავშირებითაც სტრუქტურაში ვერ ხვდება ვის უნდა მისცეს დავალება ან ის, ვისაც ამ დავალებას აძლევს მის შესასრულებლად ვერაფრით იცლის, ეს ნიშნავს, რომ სტრუქტურაში არსებითი პრობლემებია და მათ სწრაფი მოგვარება სჭირდება.

სრულად წაკითხვა »

გაუნაწილეთ სტრატეგიული ამოცანები მოადგილეებს

თუ გსურთ თქვენი სტრატეგია რეალურად განხორციელდეს, ამისათვის აუცილებელი პირობაა სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებლობა მოადგილეებს (მმართველი გუნდის წევრებს) შორის გადანაწილდეს. ასეთ შემთხვევაში ისინი შეეცდებიან სტაბილურად მიმართონ მენეჯმენტის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით, საკადრო, დროითი და ფინანსური რესურსებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე დაიხარჯოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციები, როგორც სოფლის სახლები

კუსტარულად გაკეთებულ სტრუქტურაზე აგებული ორგანიზაციები სოფლის იმ სახლებს ჰგავს, რომლის “პროექტი” ცოლ-ქმარმა ერთად დახაზა და მერე მეზობლებთან ერთად ააშენეს ყოველ საღამოს ქეიფ-ქეიფით.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაცია – როგორც სისტემა

ორგანიზაცია რთული სისტემაა. მისი კომპონენტები ერთმანეთთან ურთიერთობითა და ინტერაქტიულობით აღწევენ შედეგებს. ასევე ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და სჭირდება სტრუქტურა და პროცედურები, რომელიც ერგება არსებულ საკადრო რესურსებს, მიზნებს, ამოცანებსა და სხვა სტრატეგიულ კომპონენტებს. სრულად წაკითხვა »

ყველაზე რთული სტრუქტურული პრობლემები

ორგანიზაციისათვის ყველაზე რთული და მძიმეა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც ტოპ–მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების და პასუხისმგებლობების არასწორი განაწილებით არის განპირობებული.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება