ვისაც გამოუცდია, ყველამ იცის, თუ რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ყოველდღიურად ისეთი საქმის კეთება გვიწევს, რომელიც შეგვიძლია გაუჩერებლად, შესვენების გარეშე ვაკეთოთ, რომლის დროსაც ვცდილობთ, ისე განვვითარდეთ, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ და რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით მაშინაც, ფული საერთოდ რომ არ არსებობდეს დედამიწაზე.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
მუშაობის სქემები ახალი პოზიციებისთვის
ახალი პოზიციების შექმნისას, ხანდახან მხოლოდ დებულებები/სამუშაო აღწერილობები და მათი კომუნიკაცია არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ეს სტრუქტურული ერთეული გამართულად ამუშავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პოზიციას, ფუნქციებთან ერთად, ბევრი მოვალეობა აკისრია სხვა ერთეულების მიმართ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ახალშექმნილი პოზიციისთვის მუშაობის ძირითად სქემასაც გავაკეთებთ. სრულად წაკითხვა »
საშუალოდ რამდენს ვხარჯავთ ერთი თანამშრომლის განვითარებაზე
ორგანიზაციები, რომელთათვისაც ადამიანური რესურსის განვითარება ორგანიზაციების წინაშე მდგარი მუდმივმოქმედი და პრიორიტეტული ამოცანაა, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმ ორგანიზაციებისგან, ვისთვისაც ეს ამოცანა დაკნინებულია,ხოლო პრიორიტეტულობა ცვალებადია. ამ ორგანიზაციებს შორის მთავარი განმასხვავებელი მიღებული უკუგების ხარისხია. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: February 18, 2013
- კატეგორია: ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,497-ჯერ
ორგანიზაცია, როგორც ლიდერთა ქსელი
ერთი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის, არ არის საკმარისი თანამედროვე რეალობაში დიდი და თუნდაც საშუალო ზომის ორგანიზაციების სამართავად. იმისათვის, რომ ცოცხალი ორგანიზაცია გვქონდეს, საჭიროა ძლიერი ლიდერები გვყავდეს შუა რგოლის მენეჯერების პოზიციებზე.
- თარიღი: February 15, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,642-ჯერ
ის, რაც, როგორც სახლების, ისე სტრუქტურების შენებისას არ უნდა დაგვენანოს
როგორც ყველამ ვიცით, სახლებს, ადამიანები, ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ვაგებთ. ამიტომ მის აშენებაში ჩადებული რესურსი, რაც უნდა ძვირი ჯდებოდეს,მაინც რაციონალურად გვეჩვენება. სრულად წაკითხვა »
ქართული ორგანიზაციების სტრუქტურების დიდი ნაკლი
ქართული ორგანიზაციების რაც უფრო მეტ სტრუქტურასთან გვაქვს შეხება, მით უფრო იკვეთება ერთი დიდი ნაკლი, რაც უმეტესობა მათგანს ახასიათებს – მათი ორგანიზაციული დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ, ძირითადად, ოპერაციულ საქმიანობაზეა მიმართული და განვითარების ფუნქციების ნაკლებობას განიცდის. სრულად წაკითხვა »
როცა ახალი სტრუქტურული ერთეულის დამატებას გადავწყვეტთ
ორგანიზაციის ზომის, სტრატეგიის, გარემოს ცვლილებიდან გამომდინარე ხშირად ჩნდება საჭიროება ორგანიზაციამ ახალი საქმე დაიმატოს/ახალი ფუნქციები შეითავსოს, რაც რა თქმა უნდა სტრუქტურულ გადაწყვეტას მოითხოვს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილება, რასაც ამ დროს იღებენ ხოლმე, არის ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა/ახალი კადრის აყვანა–გამოყოფა.
“უმნიშვნელო” სტრუქტურული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ეფექტები
ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სტრუქტურულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი, ხშირად უარყოფითი შედეგები მოყვება. მაგალითად,
თუ IT – ს გენერალურ დირექტორს უშუალოდ დავუქვემდებარებთ, დიდი ალბათობით, მათ დიდი სტრატეგიული პროექტები გაიტაცებს, ისეთები, რომელთა ეფექტიც ან ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება, ან საერთოდ არ იქნება. ამავე დროს, ეს სამსახური თითქმის მიუწვდომელი გახდება მათთვის, ვისაც რეალურად უნდა ემსახურებოდეს.
თავიდან გასაკეთებელი სტრუქტურა
რაც უნდა კარგად სტრუქტურირებული სტრუქტურა გვქონდეს, რაც არ უნდა ღირებული გადაწყვეტილებები ჩავდოთ სტრუქტურაში, რაც არ უნდა სწორად გავანაწილოთ როლები და ადამიანები, სტრუქტურა მაინც თავიდან გვექნება გასაკეთებელი თუ ზედა დონეზე ორგანიზაციის დანიშნულება და ამოცანები გააზრებული და შეთანხმებული არაა.
ქმედითი კომიტეტები რომ გვქონდეს
ქმედითი კომიტეტი ისეთ შეხვედრას ჰქვია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება, კონკრეტული გადაწყვეტილებებით სრულდება და დღის წესრიგში დასმული საკითხების უმეტესობას ფარავს. ასეთი კომიტეტი რომ გვქონდეს, საჭიროა 3 სრულიად განსხვავებული და მკაფიო როლი სრულად წაკითხვა »